Magdalena Posted September 13, 2019 Posted September 13, 2019 შედგა სმარტფონ Xiaomi Black Shark 2 Pro-ს ახალი ვერსიის დებიუტი, რომელიც გათვლილია მობილური თამაშების მოყვარულებზე. შეგახსენებთ, რომ Xiaomi Black Shark 2 Pro-ს ორიგინალი ვერსია წარდგენილ იქნა მიმდინარე წლის ივლისში. ამ მოდელს ჰქონდა Snapdragon 855 Plus პროცესორი 2.96 გიგაჰერცამდე ტაქტის სიხშირით და 12 გბ ოპერატიული მეხსიერება. 6.39-დუიმიანი AMOLED დისპლეი Full HD+ ფორმატს შეესაბამება (2340 × 1080 პიქსელი), გვერდების შეფარდებაა 19.9:9-სთან. წინა პანელზე განთავსებულია 20-მეგაპიქსელიანი კამერა. მთავარი კამერა წარმოდგენილია ორი ბლოკით და მოიცავს 48- და12-მეგაპიქსელიან მოდულებს. დაქტილოსკოპიური სკანერი ინტეგრირებულია ეკრანზე. თავდაპირველად შემოთავაზებული იყო 128- და 256-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერების მქონე მოდიფიკაციები. ახალ მოდელს კი 512 გბ ინტეგრირებული მეხსიერება აქვს. ასეთი გეიმინგ-მობილი დაახლოებით 565 აშშ დოლარი ღირს. სმარტფონის გაბარიტებია 163,61 × 75,01 × 8,77 მმ, წონა - 200 გრამზე ოდნავ მეტი. კვებას უზრუნველყოფს 4000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android 9 Pie - MIUI 10-თან ერთად. https://3dnews.ru/993961 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.