Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-მ განაახლა თავისი ტექნოლოგიური გეგმები, რომლებიც უკავშირდება მომავალ Zen 3 არქიტექტურასა და RDNA 2 გრაფიკას. ორივე არქიტექტურა დამყარებული იქნება TSMC-ის მეორე თაობის 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, ე.წ. N7+-ზე. 

TSMC პირობას დებს, რომ N7+ უზრუნველყოფს ტრანზისტორების სიმჭიდროვის 20 %-იან მატებას, რითაც AMD-ს საშუალება მიეცემა გაზარდოს ტაქტის სიხშირეები. გეგმები მიანიშნებს, რომ წინა თაობის Zen 2-სა და RDNA-ს ერთდროული გამოსვლის ნაცვლად მომდევნო თაობის პროცესორები და გრაფიკა შესაძლოა სხვადასხვა დროს გახდეს ხელმისაწვდომი. 

image.jpeg 

წარმოდგენილ სლაიდზე ჩანს, რომ Zen 3-ს დაპროექტების ფაზა უკვე დასრულებულია და მწარმოებლების გუნდმა უკვე Zen 4-ის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამჟამად AMD უკვე საბოლოო, დასრულებულ პროდუქტებს ამზადებს, რომლებიც Zen 3 ბლოკებს შეიცავს. RDNA 2 კი ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაში იმყოფება. 

როგორც მოსალოდნელია, Zen 3-ის ბაზაზე არსებული ჩიპები RDNA 2-ზე ადრე გამოვა. არქიტექტურა Zen 3, როგორც ცნობილია, მოგვევლინება, როგორც AMD-ს პასუხი Intel Comet Lake-S-სა და Ice Lake-S-ზეც, თუკი ეს უკანასკნელი ჩიპები 2020 წლამდე იქნება კონკურენტის მიერ წარმოდგენილი. 

image.jpeg 

RDNA 2- მქონე ჩიპების გამოშვებამდე AMD წარადგენს გრაფიკული ჩიპის მძლავრ ვერსიას კრისტალ Navi 12-ის სახით, რომელიც განკუთვნილია NVIDIA TU104-ს ბაზაზე არსებული პროდუქტებისთვის კონკურენციის გასაწევად. მიმდინარე თვის ბოლოს კი გამოვა ახალი პროდუქტები Zen 2-ის ბაზაზე: ფლაგმანური 16-ბირთვიანი ჩიპი Ryzen 9 და 64-ბირთვიანი პროდუქტების ხაზი ენთუზიასტებისთვის - Ryzen Threadripper 3000. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.