Jump to content

Recommended Posts

Posted

Huawei 19 სექტემბერს წარადგენს ფლაგმანური სერია Mate 30-ის სმარტფონებს. ოფიციალურ ანონსამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტში გამოჩნდა Mate 30 Pro-ს ტექნიკური მახასიათებლები, რაც ინსაიდერებმა Twitter-ზე გამოაქვეყნეს. 

რსებული ცნობებით, სმარტფონს ექნება გვერდებში გამრუდებული, უკანა მხარისკენ გადასული Waterfall-დისპლეი, მისი დიაგონალი 6.6 დუიმია გადასული გვერდების გარეშე, მათთან ერთად კი - 6.8 დუიმი. ეკრანის გაფართოება 2400 × 1176 პიქსელია და შეესაბამება Full HD+ ფორმატს. დაქტილოსკოპიური სკანერი ინტეგრირებულია ეკრანზე. აგრეთვე ცნობილია, რომ დისპლეი დამზადებულია AMOLED-ტექნოლოგიით, კადრის განახლების სიხშირე კი 60 ჰერცს შეადგენს. 

image.jpeg 

სმარტფონის ძირითადი კამერა ფორმირებულია ოთხი სენსორისგან, რომლებიც განთავსებულია წრიულად კორპუსის უკანა მხარეს. წარმოდგენილია 40+40+8 მეგაპიქსელიანი სენსორები, აგრეთვე ToF-სენსორი. კამერას აქვს ქსენონის ფლეშ-განათება და ფერის ტემპერატურის სენსორი. ფრონტალური კამერა 32-მეგაპიქსელიანია და მას ახლავს სუპერფართოკუთხოვანი ობიექტივი, ასევე Tof სენსორი. მხარდაჭერილია ტექნოლოგია Face ID 2.0, რომელიც სწრაფად და მაღალი სიზუსტით ამოიცნობს სახეს. 

ფლაგმანში გამოყენებულია საფირმო ჩიპი HiSilicon Kirin 990 5G, რომელიც გამოირჩევა მაღალი წარმადობითა და მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერით. სმარტფონს აქვს 8 გბ მოცულობის ოპერატიული და 512 ინტეგრირებული მეხსიერება. მისი ბატარეის მოცულოა 4500 მა/სთ-ია, აქვს 40-ვატიანი სწრაფი დატენვისა და 27-ვატიანი უსადენო დატენვის მხარდაჭერა. 

Mate 30 Pro მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 10-სა და საფირმო ინტერფეის EMUI 10-ზე. Google-ის სერვისები სმარტფონში არ იქნება დაყენებული, თუმცა მომხმარებლებს ამის გაკეთება თავად შეეძლებათ. 

ცნობილია ისიც, რომ მოწყობილობის ჩასართავად ფიზიკური ღილაკი იქნება გამოყენებული, ხმის რეგულირებისთვის კი სენსორული პანელი გამოიყენება. სმარტფონში შესაძლებელია ორი SIM-nano-ს ჩართვა, თუმცა არ აქვს სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი. 

როგორც მოსალოდნელია, საწყის ეტაპზე Mate 30 Pro ჩინეთში გაიყიდება, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში გამოჩნდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.