Jump to content

Recommended Posts

Posted

ახალი სმარტფონი გამოირჩევა მძლავრი აპარატურით, ფოტოგადაღებისა და რედაქტირების მაღალხარისხიანი სამი ძირითადი კამერით, ასევე 21:9 ფორმატის მქონე OLED-დისპლეითა და ხარისხიანი ფერთა გამით. 

image.jpeg 

დავიწოთ გარეგნული მხარით. Xperia 5-ის კორპუსი ლაკონური და მკაცრად სწორხაზოვანია, წინა და უკანა ზედაპირები დაფარულია დამცავი Corning Gorilla Glass 6-ით, სმარტფონის გვერდებზე მოცემულია ლითონის ჩარჩოები. სმარტფონი გამოვა ფერის მხრივ ოთხ ვარიანტად: ლურჯი, წითელი, შავი და ნაცრისფერი. მოწყობილობა დაცულია წყლისა და მტვრისგან IP65 და IP68 სტანდარტების შესაბამისად. 

OLED ტექნოლოგიით დამზადებული დისპლეი 6.1-დუიმიანია, გვერდების შეფარდებაა 21:9-სთან. ფილმების ნახვა განსაკუთრებით სასიამოვნოა Dolby Atmos ტექნოლოგიის წყალობით. აღსანიშნავია, რომ დისპლეის შექმნისას გამოყენებულ იქნა ტექნოლოგიები, რომელიც გვხვდება Sony Bravia-ს ხაზის ტელევიზორებში, ერთ-ერთი მათგანია HDR-კონტენტის გაუმჯობესება. დისპლეის აქვს ფერთა გამა ITU-R BT.2020-ის, DCI-P3-ისა და Illuminant D65-ის მხარდაჭერა, აგრეთვე 10-ბიტიანი ფერთა გრადაცია. დიდი ზომის დისპლეისა და ფუნქცია Side sense-ის წყალობით შესაძლებელია ერთდროულად ორი აპლიკაციის გაშვება გვერდიგვერდ ფანჯრებად. 

სმარტფონში დაყენებულია ძირითადი კამერა სამი მოდულით, თითოეული ფოტომოდული 12-მეგაპიქსელიანია. მათ შემადგენლობაში შედის ფართოკუთხიანი 16-მილიმეტრიანი ობიექტივი, მთავარი 26-მილიმეტრიანი და 52-მილიმეტრიანი პორტრეტული მოდული. ხელმისაწვდომია გამოსახულების სტაბილიზაციის სისტემა Optical Steady Shot, ავტოფოკუსირების ფუნქცია Eye AF, სერიული გადაღება სიჩქარით 10 კადრი წამში, გამოსახულების დამუშავების გაზრდლი სიჩქარე 30 კადრამდე წამში, ხმისჩამხშობი ტექნოლოგია RAW და გადაღება ცუდი განათების პირობებში. აპლიკაცია Cinema Pro საშუალებას იძლევა დარედაქტირდეს ვიდეოკონტენტი უშუალოდ სმარტფონში და დამზადდეს ვიდეორგოლი. აპლიკაცია Sony Imaging Edge Mobile-ის წყალობით შესაძლებელია Alpha და Power Shot კამერების ფოტოკადრების მიება სოციალურ ქსელებში განსათავსებლად. 
image.jpeg 

Xperia 5 იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android 9 Pie-ზე. სმარტფონში განთავსებულია პროცესორი Qualcomm Snapdragon 855 ინტეგრირებული გიგაბიტური LTE-მოდემით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გბ იქნება, ინტეგრირებული მეხსიერებისა კი - 128 გბ-ს შეადგენს. შესაძლებელია 512 გბ-მდე მოცულობის მეხსიერების ბარათის განთავსება. 

ბატარეის მხრივ სმარტფონი დიდად არ გამოირჩევა - მისი მოცულობა 3140 მა/სთ-ია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტურობის ამაღლების ტექნოლოგია Smart Stamina-ს წყალობით შესაძლებელი იქნება სმარტფონის აქტიური ექსპლუატაცია მთელი დღის განმავლობაში. 

Xperia 5-ის გაყიდვა ოქტომბერში დაიწყება. მისი ფასი ჯერ არ სახელდება. დეტალების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე:  

  • Thanks 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.