Magdalena Posted September 10, 2019 Posted September 10, 2019 Samsung B-Dies-ის 10-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე გადასვლის გამო DDR4 Samsung A-Die მეხსიერება ბევრად გაიაფდება, რაც ყველასთვის კარგ სიახლეს წარმოადგენს. ძველად DDR4 Samsung-ის B-მატრიცები 20-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იწარმოებოდა და საკმაოდ ძვირი ღირდა, თუმცა ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელი მსოფლიოს ენთუზიასტებსა და ოვერქლოქერებს შორის შთამბეჭდავი სიხშირეების გამო. Samsung-ის მატრიცების წარმოება დაიწყო ათნანომეტრიანი ტექნოლოგიით, რამაც კომპანიას საშუალება მისცა ფასები დაეწია DDR4 მეხსიერებაზე და თანაც გაეზარდა მოცულობა. 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგია ბევრად ეკონომიურია მასშტაბების შემცირებისა და მცირე ფიზიკური კრისტალების წყალობით, თუმცა შესაძლებელია მას პრობლემები ჰქონდეს იმ ზემაღალ სიჩქარეებთან მიმართებაში, რომლებიც მშვიდად მიიღწევა 20-ნანომეტრიან ტექნოპროცესში. პირველი Samsung A-die მოდული წარმოდგენილია ნომრით - M378A4G43AB2-CVF და მოცულობით იგი 32 გიგაბაიტიანია. მისი ტაქტის სიხშირე არც ისე განსაკუთრებულია - 2933 მეგაჰერცი, თუმცა timing-ები საკმაოდ დიდია (შესაძლებელია სიხშირის გაზრდა timing-ის ხარჯზე). ასეთი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვარაუდი, რომ DDR4 მეხსიერების საერთო ღირებულება შემცირდება და DDR4 ბოლოს და ბოლოს შევა ხელმისაწვდომობის „ოქროს ხანაში“. ბრიტანულმა ქსელურმა მარკეტმა გაყიდვაში გამოიტანა მოდული Samsung M378A4G43AB2-CVF – 128,33 ფუნტად, რაც დაახლოებით 158 დოლარის ტოლია. შედარებისთვის, მსგავსი მახასიათებლების მქონე Crucial ჩიპი იყიდება 172 აშშ დოლარად. https://overclockers.ru/blog/Pris/show/29930/pamjat-ddr4-skoro-stanet-deshevle-poskolku-ddr4-samsung-bdie-perehodit-na-10nm-tehprocessor 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.