Jump to content

Recommended Posts

Posted

Samsung B-Dies-ის 10-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე გადასვლის გამო DDR4 Samsung A-Die მეხსიერება ბევრად გაიაფდება, რაც ყველასთვის კარგ სიახლეს წარმოადგენს. ძველად DDR4 Samsung-ის B-მატრიცები 20-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იწარმოებოდა და საკმაოდ ძვირი ღირდა, თუმცა ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელი მსოფლიოს ენთუზიასტებსა და ოვერქლოქერებს შორის შთამბეჭდავი სიხშირეების გამო. Samsung-ის მატრიცების წარმოება დაიწყო ათნანომეტრიანი ტექნოლოგიით, რამაც კომპანიას საშუალება მისცა ფასები დაეწია DDR4 მეხსიერებაზე და თანაც გაეზარდა მოცულობა. 

image.jpeg 

10-ნანომეტრიანი ტექნოლოგია ბევრად ეკონომიურია მასშტაბების შემცირებისა და მცირე ფიზიკური კრისტალების წყალობით, თუმცა შესაძლებელია მას პრობლემები ჰქონდეს იმ ზემაღალ სიჩქარეებთან მიმართებაში, რომლებიც მშვიდად მიიღწევა 20-ნანომეტრიან ტექნოპროცესში. პირველი Samsung A-die მოდული წარმოდგენილია ნომრით - M378A4G43AB2-CVF და მოცულობით იგი 32 გიგაბაიტიანია. მისი ტაქტის სიხშირე არც ისე განსაკუთრებულია - 2933 მეგაჰერცი, თუმცა timing-ები საკმაოდ დიდია (შესაძლებელია სიხშირის გაზრდა timing-ის ხარჯზე).  

ასეთი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვარაუდი, რომ DDR4 მეხსიერების საერთო ღირებულება შემცირდება და DDR4 ბოლოს და ბოლოს შევა ხელმისაწვდომობის „ოქროს ხანაში“. ბრიტანულმა ქსელურმა მარკეტმა გაყიდვაში გამოიტანა მოდული Samsung M378A4G43AB2-CVF – 128,33 ფუნტად, რაც დაახლოებით 158 დოლარის ტოლია. შედარებისთვის, მსგავსი მახასიათებლების მქონე Crucial ჩიპი იყიდება 172 აშშ დოლარად. 

  • Upvote 2

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.