Magdalena Posted September 9, 2019 Posted September 9, 2019 კომპანია G Electronics-მა გამოფენა IFA 2019-ზე წარადგინა სმარტფონი G8X ThinQ და საინტერესო აქსესუარი სახელად Dual Screen. G8X ThinQ სმარტფონს 6,4-დუიმიანი FHD+ OLED FullVision დისპლეი აქვს გაფართოებით - 2340 × 1080 პიქსელი. პანელის ზედა ნაწილში მოცემულია მცირე ზომის ჭრილი - მასში განთავსებულია ფრონტალური 32-მეგაპიქსელიანი კამერა f/1,9 დიაფრაგმით. გარდა ამისა, ეკრანზე ჩაშენებულია დაქტილოსკოპიური სკანერი. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია ორმაგი ძირითადი კამერა, რომელიც მოიცავს 12-მეგაპიქსელიან მატრიცას f/1,8 დიაფრაგით, ასევე 13-მეგაპიქსელიან მოდულსა და 136-გრადუსიანი თვალთახედვის ოპტიკას. სმარტფონის უმთავრესი კომპონენტია პროცესორი Snapdragon 855. ეს ჩიპი მოიცავს რვა გამომთვლელ Kryo 485 ბირთვს, რომელთა ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 1.80-დან 2.84 გიგაჰერცამდე. მოცემულია გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 640 და 4G-მოდემი Snapdragon X24 LTE. სმარტფონის არსენალშია 6 გბ ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერება, microSD სლოტი, Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 LE ადაპტერები, GPS მიმღები, NFC მოდული, USB Type-C 2.0 პორტი. მოწყობილობის გაბარიტებია 159,3 × 75,8 × 8,4 მმ, წონა - 192 გრამი. კვებას უზრუნველყოფს 400 მა.სთ მოცულობის ბატარეა. ოპერაციული სისტემის სახით წარმოდგენილია Android 9.0 Pie. LG-ის ახალ სმარტფონს შეუძლია თავი მოიწონოს ხარისხიანი DTS:X 3D აუდიოსისტემით– 1,2-ვატიანი ორი დინამიკით. გათვალისწინებულია წყლისა და მტვრისგან დაცვა IP68 სტანდარტის შესაბამისად. სმარტფონის მუშაობა შესაძლებელია Dual Screen ქეისთან ერთად, რომელიც ორ დამატებით დისპლეის შეიცავს. შიდა ეკრანი მახასიათებლებით G8X ThinQ სმარტფონის იდენტურია: 6.4 დუიმი, 2340 × 1080 პიქსელი და პატარა ჭრილი. ქეისის გარე მხარეზე განთავსებულია 2,1-დუიმიანი მონოქრომული დისპლეი შეტყობინებების გამოტანისათვის. აქსესუარი Dual Screen საშუალებას იძლევა რეალიზდეს მუშაობის სხვადასხვა რეჟიმი. მაგალითად, შესაძლებელია ერთ-ერთი 6,4-დუიმიანი ეკრანის გამოყენება კლავიატურად ან თამაშების სამართავ ორგანოდ. ქეისს საკუთარი ბატარეა არ გააჩნია და ეყრდნობა სმარტფონის ელემენტს. აქსესუარის გაბარიტებია 165,96 × 84,63 × 14,99 მმ, წონა — 134გრამი. https://3dnews.ru/993649 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.