Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია G Electronics-მა გამოფენა IFA 2019-ზე წარადგინა სმარტფონი G8X ThinQ და საინტერესო აქსესუარი სახელად Dual Screen. 

image.jpeg 

G8X ThinQ სმარტფონს 6,4-დუიმიანი FHD+ OLED FullVision დისპლეი აქვს გაფართოებით - 2340 × 1080 პიქსელი. პანელის ზედა ნაწილში მოცემულია მცირე ზომის ჭრილი - მასში განთავსებულია ფრონტალური 32-მეგაპიქსელიანი კამერა f/1,9 დიაფრაგმით. გარდა ამისა, ეკრანზე ჩაშენებულია დაქტილოსკოპიური სკანერი. 

image.jpeg 

კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია ორმაგი ძირითადი კამერა, რომელიც მოიცავს 12-მეგაპიქსელიან მატრიცას f/1,8 დიაფრაგით, ასევე 13-მეგაპიქსელიან მოდულსა და 136-გრადუსიანი თვალთახედვის ოპტიკას. 

სმარტფონის უმთავრესი კომპონენტია პროცესორი Snapdragon 855. ეს ჩიპი მოიცავს რვა გამომთვლელ Kryo 485 ბირთვს, რომელთა ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 1.80-დან 2.84 გიგაჰერცამდე. მოცემულია გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 640 და 4G-მოდემი Snapdragon X24 LTE. 

image.jpeg 

სმარტფონის არსენალშია 6 გბ ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერება, microSD სლოტი, Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 LE ადაპტერები, GPS მიმღები, NFC მოდული,  USB Type-C 2.0 პორტი. 

მოწყობილობის გაბარიტებია 159,3×75,8×8,4 მმ, წონა - 192 გრამი. კვებას უზრუნველყოფს 400 მა.სთ მოცულობის ბატარეა. ოპერაციული სისტემის სახით წარმოდგენილია Android 9.0 Pie. 

LG-ის ახალ სმარტფონს შეუძლია თავი მოიწონოს ხარისხიანი DTS:X 3D  აუდიოსისტემით– 1,2-ვატიანი ორი დინამიკით. გათვალისწინებულია წყლისა და მტვრისგან დაცვა IP68 სტანდარტის შესაბამისად. 

სმარტფონის მუშაობა შესაძლებელია Dual Screen ქეისთან ერთად, რომელიც ორ დამატებით დისპლეის შეიცავს. შიდა ეკრანი მახასიათებლებით G8X ThinQ სმარტფონის იდენტურია: 6.4 დუიმი, 2340×1080 პიქსელი და პატარა ჭრილი. ქეისის გარე მხარეზე განთავსებულია 2,1-დუიმიანი მონოქრომული დისპლეი შეტყობინებების გამოტანისათვის. 

აქსესუარი Dual Screen საშალებას იძლევა რეალიზდეს მუშაობის სხვადასხვა რეჟიმი. მაგალითად, შესაძლებელია ერთ-ერთი 6,4-დუიმიანი ეკრანის გამოყენება კლავიატურად ან თამაშების სამართავ ორგანოდ. ქეისს საკუთარი ბატარეა არ გააჩნია და ეყრდნობა სმარტფონის ელემენტს. აქსესუარის გაბარიტებია 165,96 × 84,63 × 14,99 მმ, წონა — 134გრამი. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.