Jump to content

Ubisoft-მა აამოქმედა თავისი გეიმინგ სერვისი Uplay+


Recommended Posts

Posted

დათქმულ დღეს, 3 სექტემბერს Ubisoft-მა აამოქმედა თამაშების გამოწერის საკუთარი სერვისი - Uplay+. ხსენებული სისტემა კომპანიამ ივნისში წარადგინა და ამჯერად მან ოფიციალურად აიღო სტარტი, რასაც გვერდითი მოვლენების გარეშე არ ჩაუვლია.

image.png

კერძოდ, საცდელი პერიოდის განმავლობაში რამდენიმე მოთამაშეს სრული თვიური ღირებულების გადახდა მაინც დაეკისრა სერვისის გამოწერისას. Ubisoft განმარტავს, რომ ეს შემთხვევა მხოლოდ საბანკო ბარათების ქმედითუნარიანობის შემოწმების მცდელობა იყო და გადახდილი თანხები აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა მომხმარებლები ამ ნაბიჯს მაინც ქედმაღლობად მიიჩნევენ. ისიც უნდა ითქვას, რომ საიტი მზად არ აღმოჩნდა სისტემის ამოქმედებისთვის და შეწყდა მუშა ბმულების გაცემა Uplay+ სერვისში. არასასიამოვნო ფაქტია ისიც, რომ Anno 1800 არ აღმოჩნდა გამოსაწერი თამაშების ჩამონათვალში.

როდესაც Ubisoft ყველა პრობლემას მოაგვარებს, Uplay+ გახდება სერვისი, რომლითაც ყოველთვიური ფასიანი გამოწერის მეშვეობით შესაძლებელი იქნება წვდომა მიიღოთ Ubisoft-ის კატალოგში არსებულ ასობით სხვადასხვა თამაშზე, აგრეთვე ითამაშოთ კომპანიის ახალი თამაშები მათ ოფიციალურ გამოსვლამდე სამი თვით ადრე.

https://overclockers.ru/softnews/show/99077/ubisoft-zapustila-svoj-podpisochnyj-servis-uplay

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.