Magdalena Posted September 4, 2019 Posted September 4, 2019 ამჟამად AMD-ის მთელი ძალები მიმართულია ინტეგრირებული გრაფიკის არმქონე დესკტოპ პროცესორების განახლებისკენ. თუმცა ჰიბრიდული პროდუქტები, ე.წ. APU, ადრე თუ გვიან გადავა 7-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე და, შესაბამისად, Zen 2 არქიტექტურაზე. როგორც ცნობილია, APU Renoir გამოვა როგორც დესკტოპ ვერსიებად, ისე მობილურ სეგმენტში, თუმცა ამ მოვლენებს შორის შესაძლოა თვეები გავიდეს. AMD Renoir ჰიბრიდული პროცესორების შემდგომი თაობა ჩაანაცვლებს 12-ნანომეტრიან APU Picasso-ს და წარმოგვიდგება ნამდვილად საინტერესო პროდუქტად. ამ დროისთვის ჯერ უცნობია, დაფუძნებული იქნება იგი მონოლითურ კრისტალზე თუ ეს იქნება მრავალჩიპიანი მოდული, რომელშიც გამოყენებული იქნება 7-ნანომეტრიანი Zen 2 ჩიპლეტი input/output კონტროლერის გაზრდილი კრისტალითა და ინტეგრირებული გრაფიკით. ცნობილია ინფორმაცია ორი გადამწყვეტი მახასიათებლის შესახებ: პირველი - ინტეგრირებული გრაფიკა დამყარებული იქნება შედარებით ძველ Vega არქიტექტურაზე (და არა Navi-ზე), თუმცა წარმოდგენილი იქნება დისპლეის განახლებული კონტროლერითა და ვიდეოძრავით, რომელსაც ექნება გამოსახულების აღბეჭდვის უახლესი სტანდარტების მხარდაჭერა; მეორე - პროცესორის მეხსიერების კონტროლერს ექნება 4266 მეგაჰერცამდე სიხშირის მქონე უახლესი LPDDR4X სტანდარტის მხარდაჭერა. შედარებისთვის, Intel-ს ჩიპი Intel Ice Lake-U მუშაობს LPDDX4X სტანდარტზე 3733 მჰც-მდე სიხშირეზე. როგორც ცნობილია, APU Renoir-ის დისპლეის ახალ კონტროლერს აქვს 8K-მდე გაფართოების, ასევე ვიდეოსტრიმინგ Display Stream Compression (DSC) 1.2a ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 4K გაფართოება ხელმისაწვდომია 240 ჰერცზე, 8K კი - 60 ჰერცზე. მულტიმედიის დამუშავების ბლოკი განახლებულია VCN 2.1 ვერსიამდე და უზრუნველყოფს დეკოდირების აპარატულ აჩქარებას ახალი ვიდეოფორმატებისთვის, როგორებიცაა VP9 და H.265. სიჩქარე აღწევს 90 კადრს წამში 4K ფორმატზე, ხოლო 24 კადრს - 8K ფორმატის შემთხვევაში. როდის გამოვა AMD-ის ახალი ჰიბრიდული პროცესორები - ჯერჯერობით უცნობია, ანონსი კი სავარაუდოდ შედგება სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES 2020-ზე. https://3dnews.ru/993431 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.