Jump to content

Recommended Posts

Posted

ამჟამად AMD-ის მთელი ძალები მიმართულია ინტეგრირებული გრაფიკის არმქონე დესკტოპ პროცესორების განახლებისკენ. თუმცა ჰიბრიდული პროდუქტები, ე.წ. APU, ადრე თუ გვიან გადავა 7-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე და, შესაბამისად, Zen 2 არქიტექტურაზე. როგორც ცნობილია, APU Renoir გამოვა როგორც დესკტოპ ვერსიებად, ისე მობილურ სეგმენტში, თუმცა ამ მოვლენებს შორის შესაძლოა თვეები გავიდეს.

image.png

AMD Renoir ჰიბრიდული პროცესორების შემდგომი თაობა ჩაანაცვლებს 12-ნანომეტრიან APU Picasso-ს და წარმოგვიდგება ნამდვილად საინტერესო პროდუქტად. ამ დროისთვის ჯერ უცნობია, დაფუძნებული იქნება იგი მონოლითურ კრისტალზე თუ ეს იქნება მრავალჩიპიანი მოდული, რომელშიც გამოყენებული იქნება 7-ნანომეტრიანი Zen 2 ჩიპლეტი input/output კონტროლერის გაზრდილი კრისტალითა და ინტეგრირებული გრაფიკით.

ცნობილია ინფორმაცია ორი გადამწყვეტი მახასიათებლის შესახებ: პირველი - ინტეგრირებული გრაფიკა დამყარებული იქნება შედარებით ძველ Vega არქიტექტურაზე (და არა Navi-ზე), თუმცა წარმოდგენილი იქნება დისპლეის განახლებული კონტროლერითა და ვიდეოძრავით, რომელსაც ექნება გამოსახულების აღბეჭდვის უახლესი სტანდარტების მხარდაჭერა; მეორე - პროცესორის მეხსიერების კონტროლერს ექნება 4266 მეგაჰერცამდე სიხშირის მქონე უახლესი LPDDR4X სტანდარტის მხარდაჭერა. შედარებისთვის, Intel-ს ჩიპი Intel Ice Lake-U მუშაობს LPDDX4X სტანდარტზე 3733 მჰც-მდე სიხშირეზე.

image.png

როგორც ცნობილია, APU Renoir-ის დისპლეის ახალ კონტროლერს აქვს 8K-მდე გაფართოების, ასევე ვიდეოსტრიმინგ Display Stream Compression (DSC) 1.2a ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 4K გაფართოება ხელმისაწვდომია 240 ჰერცზე, 8K კი - 60 ჰერცზე.

მულტიმედიის დამუშავების ბლოკი განახლებულია VCN 2.1 ვერსიამდე და უზრუნველყოფს დეკოდირების აპარატულ აჩქარებას ახალი ვიდეოფორმატებისთვის, როგორებიცაა VP9 და H.265. სიჩქარე აღწევს 90 კადრს წამში 4K ფორმატზე, ხოლო 24 კადრს - 8K ფორმატის შემთხვევაში. როდის გამოვა AMD-ის ახალი ჰიბრიდული პროცესორები - ჯერჯერობით უცნობია, ანონსი კი სავარაუდოდ შედგება სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES 2020-ზე.

https://3dnews.ru/993431

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.