Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASRock-მა ჯერჯერობით Radeon RX 5700 XT ბარათის მხოლოდ ერთადერთი საკუთარი ვერსია წარადგინა, თუმცა ასორტიმენტი თანდათანობით გაფართოვდება. ერთ-ერთი მზადებადი ამაჩქარებელი იქნება მაღალი წარმადობის მქონე Radeon RX 5700 XT Taichi OC+, რომლის ფოტოები და მცირე ოდენობით წინასწარი მახასიათებლები Videocardz-მა გამოაქვეყნა.

image.png

ახალ ვიდეო ბარათს გაგრილების მასიური სისტემა აქვს სამი ვენტილატორით, რომლებიც აგრილებენ ალუმინის საკმაოდ დიდ რადიატორს. Radeon RX 5700 XT Taichi OC+ წარმოდგენილია RGB განათებით, რომელიც განთავსებულია გამჭვირვალე ცენტრალური ქულერის გარშემო. PCB დაფის უკანა მხარეზე მოცემულია ლითონის გამაძლიერებელი ფირფიტა.

image.png

Radeon RX 5700 XT Taichi OC+ ბარათის ერთ-ერთი საინტერესო მახასიათებელია ვიდეოგამშვებების არასტანდარტული ნაკრები: მოცემულია ორი HDMI 2.0 პორტი და ოთხი DisplayPort 1.4. აღსანიშნავია, რომ არც ისე ბევრი მწარმოებელი უშვებს ვიდეო ბარათებს ბევრი ვიდეოგამშვებით. ერთ-ერთი გამონაკლისია კომპანია Gigabyte და მისი Aorus სერიის ვიდეო ბარათები, რომლებსაც სამი HDMI და DisplayPort აქვთ.

image.png

სამწუხაროდ, ASRock-ის ახალი ვიდეო ბარათის ტაქტის სიხშირეები ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. აბრევიატურა OC+-ით შესაძლებელია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ბარათი საკმაოდ შთამბეჭდავი ქარხნული აჩქარებით იქნება წარმოდგენილი. Radeon RX 5700 XT Taichi OC+ ბარათთან დაკავშირებით აგრეთვე უნდა აღინიშნოს ორი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი, რომლებიც სასარგებლო იქნება მექანიკური აჩქარებისას.

image.png

ASRock Radeon RX 5700 XT Taichi OC+ ვიდეო ბარათის ფასი და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

https://3dnews.ru/993395

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.