Magdalena Posted September 3, 2019 Posted September 3, 2019 კომპანია ASRock-მა ჯერჯერობით Radeon RX 5700 XT ბარათის მხოლოდ ერთადერთი საკუთარი ვერსია წარადგინა, თუმცა ასორტიმენტი თანდათანობით გაფართოვდება. ერთ-ერთი მზადებადი ამაჩქარებელი იქნება მაღალი წარმადობის მქონე Radeon RX 5700 XT Taichi OC+, რომლის ფოტოები და მცირე ოდენობით წინასწარი მახასიათებლები Videocardz-მა გამოაქვეყნა. ახალ ვიდეო ბარათს გაგრილების მასიური სისტემა აქვს სამი ვენტილატორით, რომლებიც აგრილებენ ალუმინის საკმაოდ დიდ რადიატორს. Radeon RX 5700 XT Taichi OC+ წარმოდგენილია RGB განათებით, რომელიც განთავსებულია გამჭვირვალე ცენტრალური ქულერის გარშემო. PCB დაფის უკანა მხარეზე მოცემულია ლითონის გამაძლიერებელი ფირფიტა. Radeon RX 5700 XT Taichi OC+ ბარათის ერთ-ერთი საინტერესო მახასიათებელია ვიდეოგამშვებების არასტანდარტული ნაკრები: მოცემულია ორი HDMI 2.0 პორტი და ოთხი DisplayPort 1.4. აღსანიშნავია, რომ არც ისე ბევრი მწარმოებელი უშვებს ვიდეო ბარათებს ბევრი ვიდეოგამშვებით. ერთ-ერთი გამონაკლისია კომპანია Gigabyte და მისი Aorus სერიის ვიდეო ბარათები, რომლებსაც სამი HDMI და DisplayPort აქვთ. სამწუხაროდ, ASRock-ის ახალი ვიდეო ბარათის ტაქტის სიხშირეები ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. აბრევიატურა OC+-ით შესაძლებელია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ბარათი საკმაოდ შთამბეჭდავი ქარხნული აჩქარებით იქნება წარმოდგენილი. Radeon RX 5700 XT Taichi OC+ ბარათთან დაკავშირებით აგრეთვე უნდა აღინიშნოს ორი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი, რომლებიც სასარგებლო იქნება მექანიკური აჩქარებისას. ASRock Radeon RX 5700 XT Taichi OC+ ვიდეო ბარათის ფასი და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. https://3dnews.ru/993395 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.