Magdalena Posted August 29, 2019 Posted August 29, 2019 სან-დიეგოში გამართულ სამიტ Linux Foundation-ზე IBM-მა განაცხადა, რომ შექმნა უნიკალური არქიტექტურა Instruction Set Architecture, რომელმაც უკვე ჰპოვა რეალიზება Power-პროცესორებში. თუმცა მთავარი რამ, რაც დაანონსდა - ეს არის ეტალონური პროექტი ღია კოდით. უფრო კონკრეტულად, Power - ეს არის უნივერსალური, მაღალი წარმადობის არქიტექტურა, რომლის მასშტაბირებაც შესაძლებელია ყველა ინტეგრირებად სისტემაში, მათ შორის უმძლავრეს სუპერკომპიუტერებშიც. როგორც IBM-ს წარმომადგენლები აცხადებენ, აბსოლუტურად მთლიანი ინტელექტუალური საკუთრება უფასო იქნება. ინტერნეტ-რესურსებმა გულმოდგინეს შეისწავლეს სიახლე, კონკრეტულად კი საკითხი - რომელი კომპანიებისთვის იქნება ახალი უფასო არქიტექტურა პოტენციურად საფრთხისშემცველი. მათი აზრით, პირველ რიგში ეს იქნება კომპანია Intel, რომელსაც ამჟამად არც ისე კარგი დღეები უდგას AMD-ის მხრიდან აქტიური კონკურენციის გამო. პროცესორების ბაზარზე Intel-ს ბოლო პერიოდში ასევე გზაზე ეღობება ARM არქიტექტურა, რომელიც გამოყენებას პოულობს ქლაუდ-ტექნოლოგიებსა და სერვერულ ბაზარზე. საფრთხე ემუქრება Qualcomm-საც. ეს კომპანია მობილური სეგმენტის ლიდერია და მეორე მსხვილი მოთამაშის გამოჩენა მას მილიარდობით დოლარით აზარალებს. ARM-იც აუცილებლად წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება: იგი თავისი ტექნოლოგიის ლიცენზირებას ახდენს ისე, რომ დამოუკიდებლად არ აწარმოებს. როგორც ანალიტიკოსები ამტკიცებენ, პოტენციურად დაზარალება ელით Samsung-სა და AMD-საც, თუმცა ამ ორ კომპანიას თავისუფლად შეუძლია საჭირო ვითარებაზე გადაეწყოს იმ დროს, როცა სხვა მსხვილი მოთამაშეები სერიოზული დანაკარგების წინაშე აღმოჩნდებიან. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29565/ibm-sozdala-arhitekturu-power-isa-otkrytyj-ishodnyj-kod-kotoryj-mozhet-unichtozhit-biznes-intel-i-qualcomm Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.