Magdalena Posted August 27, 2019 Posted August 27, 2019 ოქტომბერ-ნოემბერში შედგება Xiaomi Mi Mix 4-ის ახალი მოდელის დებიუტი და მას ექნება დიდი გაფართოების მქონე, 108 მეგაპიქსელიანი კამერა Samsung-თან თანამშრომლობის წყალობით. როგორც ცნობილი გახდა, სმარტფონი იმუშავებს უახლეს 7-ნანომეტრიან Qualcomm Snapdragon 855+ პროცესორზე, რომელიც ჯერჯერობით ყველაზე მაღალი წარმადობის პროცესორია. Mi MIX 4-ის სანახი სივრცის მოცულობა იქნება 12 გბ ოპერატიული და UFS 3.0 ტიპის 1 ტბ მუდმივი მეხსიერება. ეს უკანასკნელი სტანდარტი ყველაზე სწრაფია Android-მოწყობილობებისთვის. Mi MIX 4-ს ექნება სამი მოდულისგან შემდგარი ძირითადი კამერა, მოდულები განლაგებული იქნება ვერტიკალურად და მათში შევა 108+16+12 მეგაპიქსელიანი მოდულები, ასევე ToF სენსორი. სმარტფონის ფრონტალურ პანელზე გათავსდება სელფი კამერა. Mi MIX 4-ის ბატარეის მოცულობა იქნება 4500 მა.სთ, ექნება 30-ვატიანი უსადენო დატენვის, აგრეთვე რევერსული დატენვის მხარდაჭერა და კიდევ რამდენიმე საინტერესო ფუნქცია. https://overclockers.ru/blog/Pris/show/29539/novyj-smartfon-xiaomi-mi-mix-4-s-osnovnoj-kameroj-108-mp-12032-h-9024-snapdragon-855-i-moschnoj-batareej-4500-mach Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.