Magdalena Posted August 27, 2019 Posted August 27, 2019 კომპანია ECS გამოშვებისათვის ამზადებს მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერებს - Liva Z3-ს, რომელთაც საფუძვლად უდევთ Intel-ის უახლესი პლატფორმა კოდური სახელით Comet Lake. უფრო კონკრეტულად, გამოვა ნეტტოპები Liva Z3 Plus და Liva Z3E Plus. მათ ექნებათ მეათე თაობის პროცესორი, საუბარია DDR4-2400 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერაზე. Liva Z3 Plus მოდელის კორპუსის გაბარიტებია 117 × 128 × 32 მმ. დაშვებულია M.2 ფორმატის SSD ბარათის დაყენება. ხელმისაწვდომია ორპორტიანი ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet, აგრეთვე Wi-Fi IEEE 802.11ac და Bluetooth 4.2 უსადენო კავშირის ადაპტერები. უფრო მოზრდილი მოდიფიკაცია Liva Z3E Plus-ის კორპუსის ზომებია 117 × 128 × 49,9 მმ. ეს ვერსია დამატებით შესაძლებელია აღიჭურვოს მონაცემთა შენახვის 2.5-დუიმიანი მოწყობილობით. ორივე ნეტტოპს აქვს USB 3.0 Type-A და USB Type-C პორტები, HDMI ინტერფეისი და ა.შ. ბაზარზე მინი კომპიუტერები Liva Z3 Plus და Liva Z3E Plus გამოვა მომდევნო წლის პირველ კვარტალში. https://3dnews.ru/992949 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.