Magdalena Posted August 26, 2019 Posted August 26, 2019 ქრაუდფანდინგ-პლატფორმა Indiegogo-ზე წარმატებით დაფინანსდა კომპაქტური პროექტორის პროექტი Philips PicoPix Max, რომელიც ფუნქციონირებს ოპერაციული სისტემა Android 9.0-ით. გაჯეტის კორპუსის გაბარიტები შეადგენს 136 × 134 × 47,5 მმ-ს. მოწყობილობა საშუალებას იძლევა გამოვიდეს გამოსახულება 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით (Full HD ფორმატი), თავად გამოსახულების ზომა 120 დუიმია დიაგონალზე, სიკაშკაშე - 800 ლუმენი, კონტრასტულობა -10 000:1. პროექტორი კვებას იღებს როგორც ქსელიდან, აგრეთვე ინტეგრირებული ბატარეიდან, რომლის მოცულობაა 16 500 მა.სთ. მეორე შემთხვევაში ერთ სრულ დატენვაზე მოწყობილობის ავტონომიური მუშაობის დრო სამ საათს აღწევს. მინი-პროექტორი აღჭურვილია ოთხბირთვიანი პროცესორით, რომლის ტაქტის სიხშირეა 1.5 გჰც, ასევე 16-გიგაბაიტიანი microSD მეხსიერების ბარათით. მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია Wi-Fi 802.11ас და Bluetooth 4.1 უსადენო კავშირის ადაპტერები, ასევე HDMI და USB Type-C პორტები. ამას გარდა, გათვალისწინებულია 4 ვატი სიმძლავრის სტერეოფონური დინამიკები. ამჟამად Philips PicoPix Max პროექტორი დაახლოებით 460 აშშ დოლარი ღირს. მოწყობილობის მიწოდებების დაწყება მიმდინარე წლის შემოდგომიდან იგეგმება. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის გამოშვებისთვის პროექტმა იმაზე 14-ჯერ მეტი თანხა მოაგროვა, ვიდრე თავდაპირველად იყო გამოცხადებული საჭიროების მიხედვით. თანაც ფინანსირების პროგრამის დასრულებამდე კიდევ თვეზე მეტია დარჩენილი. https://3dnews.ru/992950 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.