Magdalena Posted August 20, 2019 Posted August 20, 2019 მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანია Huawei-მ დააანონსა დასაკეცი სმარტფონი Mate X, რომელიც დღემდე არ გამოსულა გაყიდვაში. ჩინურმა კომპანიამ ამ მოწყობილობის გამოშვება ორი სავარაუდო მიზეზის გამო გადადო: ან თავი დაიზღვია ისეთი სიტუაციისგან, როგორიც Samsung Galaxy Fold-ს შეემთხვა, ან უბრალოდ ამ დრომდე ვერ მოასწრო სმარტფონის ნაკლოვანებების გამოსწორება. როგორც ამჟამად ხდება ცნობილი, Huawei Mate X განსხვავებული იქნება იმ ვერსიისგან, რომლის დემონსტრაციაც შედგა მიმდინარე წლის დასაწყისში ბარსელონაში Mobile World Congress 2019-ზე. ახალი მონაცემებით დასაკეც სმარტფონს საფუძვლად უდევს ცალკრისტალიანი სისტემა HiSilicon Kirin 990, რომელიც ჯერ არ წარდგენილა საზოგადოების წინაშე, და არა Kirin 980, როგორც MWC 2019-ზე გამოცხადდა. ოპერატიული მეხსიერება 8 გბ იქნება, ინტეგრირებული - 512: ეს მონაცემები ემთხვევა წლის დასაწყისში დაანონსებულ ცნობებს. Huawei Mate X-ს მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა ექნება. საინტერესოა ის, რომ სმარტფონში შესაძლებელი იქნება დაყენდეს nanoSIM ფორმატის ორი SIM-ბარათი, თუმცა 5G ქსელში მხოლოდ ერთი იმუშავებს. მეორე SIM-ბარათის ჩანაცვლება შესაძლებელია 256 გბ მოცულობის მეხსიერების ბარათით. 5G ქსელის მხარდაჭერას უზრუნველყოფს მოდემი Balong 5000. სმარტფონის წონა 300 გრამი იქნება, ზომა - 161.3 х 146.2 х 11 მმ. ჩინური კომპანია დასაკეცი სმარტფონის დიზაინს „შევარდნის ფრთებს“ (Falcon Wing) უწოდებს. Huawei Mate X-ს 8-დუიმიანი ეკრანი ექნება, გვერდების შეფარდებით - 8:7,1. ეკრანის გაფართოება იქნება 2480 х 2200 პიქსელი. დაკეცილ მდგომარეობაში სმარტფონი ორი ეკრანით იქნება წარმოდგენილი. ფრონტალური ეკრანის ზომა 6.6 დუიმი იქნება, გაფართოება - 2480 х 1148 პიქსელი, გვერდების შეფარდება - 19,5:9. უკანა ეკრანი 6.38-დუიმიანია, გაფართოება - 2480 х 892 პიქსელი, გვერდების შეფარდება - 25:9. რაც შეეხება კამერას, იგი ისეთივე იქნება, როგორიც აქვს მიმდინარე წლის ფლაგმანურ Huawei P30 Pro-ს: ძირითადი კამერა 40 მეგაპიქსელიანია, ფართოკუთხიანი მოდული - 20 მეგაპიქსელიანი, პერისკოპული ტელეობიექტივი - 8-მეგაპიქსელიანი, ხუთმაგი ოპტიკური ზუმით, აგრეთვე მოცემული იქნება გამოსახულების სტაბილიზაციის სისტემა. კონფიგურაციაში შევა “time of flight” კამერა. დანარჩენ მახასიათებლებს რაც შეეხება, ისინი თებერვალში გამოცხადებულის იდენტურია: 4500 მა.სთ მოცულობის ბატარეა, 55-ვატიანი სწრაფი დატენვა, NFC ჩიპი, Bluetooth 5.0, Wi-Fi 802.11 b/g/n/ac, USB Type-C პორტი და ორსიხშირიანი GPS მიმღები. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/29413/opublikovany-obnovljonnye-harakteristiki-i-fotografii-skladnogo-smartfona-huawei-mate-x Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.