Jump to content

Recommended Posts

Posted

მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანია Huawei- დააანონსა დასაკეცი სმარტფონი Mate X, რომელიც დღემდე არ გამოსულა გაყიდვაში. ჩინურმა კომპანიამ ამ მოწყობილობის გამოშვება ორი სავარაუდო მიზეზის გამო გადადო: ან თავი დაიზღვია ისეთი სიტუაციისგან, როგორიც Samsung Galaxy Fold- შეემთხვა, ან უბრალოდ ამ დრომდე ვერ მოასწრო სმარტფონის ნაკლოვანებების გამოსწორება. როგორც ამჟამად ხდება ცნობილი, Huawei Mate X განსხვავებული იქნება იმ ვერსიისგან, რომლის დემონსტრაციაც შედგა მიმდინარე წლის დასაწყისში ბარსელონაში Mobile World Congress 2019-ზე.

image.png

ახალი მონაცემებით დასაკეც სმარტფონს საფუძვლად უდევს ცალკრისტალიანი სისტემა HiSilicon Kirin 990, რომელიც ჯერ არ წარდგენილა საზოგადოების წინაშე, და არა Kirin 980, როგორც MWC 2019-ზე გამოცხადდა. ოპერატიული მეხსიერება 8 გბ იქნება, ინტეგრირებული - 512: ეს მონაცემები ემთხვევა წლის დასაწყისში დაანონსებულ ცნობებს.

Huawei Mate X- მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა ექნება. საინტერესოა ის, რომ სმარტფონში შესაძლებელი იქნება დაყენდეს nanoSIM ფორმატის ორი SIM-ბარათი, თუმცა 5G ქსელში მხოლოდ ერთი იმუშავებს. მეორე SIM-ბარათის ჩანაცვლება შესაძლებელია 256 გბ მოცულობის მეხსიერების ბარათით. 5G ქსელის მხარდაჭერას უზრუნველყოფს მოდემი Balong 5000.

სმარტფონის წონა 300 გრამი იქნება, ზომა - 161.3 х 146.2 х 11 მმ. ჩინური კომპანია დასაკეცი სმარტფონის დიზაინსშევარდნის ფრთებს“ (Falcon Wing) უწოდებს.

image.png

image.png

Huawei Mate X- 8-დუიმიანი ეკრანი ექნება, გვერდების შეფარდებით - 8:7,1. ეკრანის გაფართოება იქნება 2480 х 2200 პიქსელი. დაკეცილ მდგომარეობაში სმარტფონი ორი ეკრანით იქნება წარმოდგენილი. ფრონტალური ეკრანის ზომა 6.6 დუიმი იქნება, გაფართოება - 2480 х 1148 პიქსელი, გვერდების შეფარდება - 19,5:9. უკანა ეკრანი 6.38-დუიმიანია, გაფართოება - 2480 х 892 პიქსელი, გვერდების შეფარდება - 25:9.

რაც შეეხება კამერას, იგი ისეთივე იქნება, როგორიც აქვს მიმდინარე წლის ფლაგმანურ Huawei P30 Pro-: ძირითადი კამერა 40 მეგაპიქსელიანია, ფართოკუთხიანი მოდული - 20 მეგაპიქსელიანი, პერისკოპული ტელეობიექტივი - 8-მეგაპიქსელიანი, ხუთმაგი ოპტიკური ზუმით, აგრეთვე მოცემული იქნება გამოსახულების სტაბილიზაციის სისტემა. კონფიგურაციაში შევა “time of flight” კამერა.

დანარჩენ მახასიათებლებს რაც შეეხება, ისინი თებერვალში გამოცხადებულის იდენტურია: 4500 მა.სთ მოცულობის ბატარეა, 55-ვატიანი სწრაფი დატენვა, NFC ჩიპი, Bluetooth 5.0, Wi-Fi 802.11 b/g/n/ac, USB Type-C პორტი და ორსიხშირიანი GPS მიმღები.

https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/29413/opublikovany-obnovljonnye-harakteristiki-i-fotografii-skladnogo-smartfona-huawei-mate-x

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.