Magdalena Posted August 17, 2019 Posted August 17, 2019 ჩინურმა კომპანია OPPO-მ დაახლოებით ერთი წლის წინ შექმნა ბრენდი Realme, რომელიც თავდაპირველად ინდურ ბაზარზე იყო ორიენტირებული, თუმცა თანდათანობით სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდა. ბრენდის გენერალურმა დირექტორმა ოფიციალურად დაადასტურა სამი ახალი სმარტფონის დაანონსება. საუბარი ეხება მოდელებს - Realme 5, Realme 5 Pro და Realme X Pro. დავიწყოთ უმცროსი მოდელიდან: Realme 5 იქნება ყველაზე ბიუჯეტური მოდელი ოთხმოდულიანი 48-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერითა და Snapdragon 665 პროცესორით. ამ სმარტფონის ფასი დაახლოებით 140 დოლარი იქნება. Realme 5-ის ძირითადი კამერის კონფიგურაციაში ასევე შევა ფართოკუთხიანი მოდული, მაკროგადაღების სენსორი და გამოსახულების სიღრმის ანალიზის სენსორი. სმარტფონის ბატარეა 5000 მა.სთ მოცულობისაა, ეს მაჩვენებელი რეკორდულია ბრენდის ასორტიმენტში. სმარტფონს ექნება 20-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა, მწარმოებლის თქმით, ნახევარ საათში იმუხტება 50%-ზე. სმარტფონზე აგრეთვე მოცემული იქნება დაქტილოსკოპიური სკანერი. Realme 5 Pro-სა და Realme X Pro-ს შესახებ გაცილებით ნაკლები ინფორმაციაა ცნობილი. პირველ მათგანს ექნება 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული Snapdragon 712 პროცესორი, ასევე 64-მეგაპიქსელიანი სენსორი Samsung ISOCELL Bright GW1. მეორე მოდელსაც იდენტური კამერა ექნება, მაგრამ წარმოდგენილი იქნება 7-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 855 Plus-ით, რომლის დებიუტიც გასულ თვეში შედგა ASUS ROG Phone II სმარტფონში. Realme 5-ის, Realme 5 Pro-სა და Realme X Pro-ს პრეზენტაცია შედგება 20 აგვისტოს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/29336/realme-predstavit-tri-smartfona-kotorye-vzorvut-rynok Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.