Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინურმა კომპანია OPPO-მ დაახლოებით ერთი წლის წინ შექმნა ბრენდი Realme, რომელიც თავდაპირველად ინდურ ბაზარზე იყო ორიენტირებული, თუმცა თანდათანობი სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდა. ბრენდის გენერალურმა დირექტორმა ოფიციალურად დაადასტურა სამი ახალი სმარტფონის დაანონსება. საუბარი ეხება მოდელებს - Realme 5, Realme 5 Pro და Realme X Pro.  

image.png 

დავიწყოთ უმცროსი მოდელიდან: Realme 5 იქნება ყველაზე ბიუჯეტური მოდელი ოთხმოდულიანი 48-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერითა და Snapdragon 665 პროცესორით. ამ სმარტფონის ფასი დაახლოებით 140 დოლარი იქნება. 

Realme 5-ის ძირითადი კამერის კონფიგურაციაში ასევე შევა ფართოკუთხიანი მოდული, მაკროგადაღების სენსორი და გამოსახულების სიღრმის ანალიზის სენსორი. სმარტფონის ბატარეა 5000 მა.სთ მოცულობისაა, ეს მაჩვენებელი რეკორდულია ბრენდის ასორტიმენტში. სმარტფონს ექნება 20-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა, მწარმოებლის თქმით, ნახევარ საათში იმუხტება 50%-ზე. სმარტფონზე აგრეთვე მოცემული იქნება დაქტილოსკოპიური სკანერი. 

image.pngimage.pngimage.pngimage.png 
Realme 5 Pro-სა და Realme X Pro-ს შესახებ გაცილებით ნაკლები ინფორმაციაა ცნობილი. პირველ მათგანს ექნება 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული Snapdragon 712 პროცესორი, ასევე 64-მეგაპიქსელიანი სენსორი Samsung ISOCELL Bright GW1. მეორე მოდელსაც იდენტური კამერა ექნება, მაგრამ წარმოდგენილი იქნება 7-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 855 Plus-ით, რომლის დებიუტიც გასულ თვეში შედგა ASUS ROG Phone II სმარტფონში. 

Realme 5-ის, Realme 5 Pro-სა და Realme X Pro-ს პრეზენტაცია შედგება 20 აგვისტოს.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.