Jump to content

Recommended Posts

Posted

კორპორაცია IBM-მა განაცხადი შეიტანა აშშ-ის პატენტისა და სავაჭრო ნიშნების კომისიაში ბრაუზერის დაპატენტების საკითხზე, რომელიც შეძლებს იმუშავოს დეცენტრალიზებული ქსელის მეშვეობით. პატენტის აღწერა გამოქვეყნებულია კომისიის ვებ-ვერდზე. 

ბრაუზერი გააკონტროლებს მომხმარებლის კონკრეტულად რა სახის მონაცემები გადაეცემა გარე სერვისებს, რომლებიც მათ გაანალიზებას ახდენენ. ტექნოლოგიის დახმარებით მომხმარებელი შეძლებს მოიძიოს და შეაგროვოს ინფორმაცია საკუთარ თავზე, ასევე მის მიერ ვებ-გვერდების მონახულების ისტორიები და შეინახოს ეს ყველაფერი უსაფრთხო ადგილას. 

ბრაუზერის მუაობის დანარენი პრინციპები, მათ შორის ტექნიკური მახასიათებლები, ჯერჯერობით უცნობია. 

ჯერჯერობით არ გამოცხადებულა, აპირებს თუ არა IBM გამოუშვას ბრაუზერი მაქსიმალურად მძლავრი დაცვის ტექნოლოგიით. კომპანიები ხშირად იყენებენ მიებულ პატენტებს თავიანთ სხვა პროდუქტებში. 

image.jpeg 

როგორც კომპანია აცხადებს, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ბრაუზერი „წარმოადგენს ინფორმაციის შენახვის სისტემას, კონფიდენციალურობა დაცულია და კონფიდენციალური მონაცემები არის მომხმარებლის და არა მესამე მხარის ხელში“. 

IBM Blockchain-ის კონცეფცია ამ სფეროში ერთადერთი არ არის. ნორვეგიულმა კომპანია Opera-მ უკვე გამოუშვა iOS Opera Touch ბრაუზერი. Opera Touch-ს, რომელიც შექმნილია Web 3.0-სთვის, აქვს ინტეგრირებული კრიპტოსაფულე და მარტივად უკავშირდება Web 3.0 აპლიკაციებს, ERC-20 ტოკენების ჩათვლით. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.