Magdalena Posted August 13, 2019 Posted August 13, 2019 AMD Ryzen Zen 3 პროცესორების გამოსვლის შემდეგ, რომელთაც ახალი ინტერფეისის, PCIe 4.0-ის მხარდაჭერა აქვთ, დაიწყო ამ სტანდარტის გამოყენება სხვა პროდუქტებშიც. დესკტოპ სისტემების შემდეგ სერვერებმაც მიიღეს PCIe 4.0 სტანდარტთან თავსებადობა. ამჯერად Toshiba-მ დააანონსა ახალი კორპორატიული SSD ბარათები CM6 სტანდარტ PCIe 4.0-ის ბაზაზე. ახალი SSD-ები უზრუნველყოფენ 6.4 გბ/წმ-ზე მეტ სიჩქარეს. ახალი სერიის პროდუქტები წარმოდგენილი იყო Toshiba Memory America-ს სტენდზე სანტა-კლარაში გამართულ ფლეშ-მეხსიერების სამიტზე. CM6 სერიის SSD-ებს აქვთ ორპორტიანი PCIe Gen4 x4-ის მხარდაჭერა და თავსებადი არიან NVMe 1.4-თან. NVMe ბარათები ხელმისაწვდომი იქნება 2,5" ფორმ-ფაქტორში მოცულობით - 800 გიგაბაიტიდან 30 ტერაბაიტამდე და ექნებათ დისკზე დღეში 1 ან 3 ჩაწერის ოპერაციის შესაძლებლობა. SSD ბარათების მოცულობა 800 გბ-დან 30 ტბ-მდეა U.2 კონექტორის წყალობით. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ მთლიანად გამოყენებულ იქნას დისკის სიჩქარე, ჰოსტ-პროდუქტში ასევე გამოყენებულ უნდა იქნას ინტერფეისი PCIe 4.0. SSD ბარათების შესახებ სხვა ცნობები, მაგალითად ფასი და გაყიდვის თარიღი, ჯერჯერობით არ გახმაურებულა. https://overclockers.ru/blog/Pris/show/29235/samye-bystrye-ssd-so-skorostju-bolee-64-gbs--cm6-pcie-40-nvme-s-razemom-tiporazmera-u2-ot-korporacii-toshiba-memory 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now