Magdalena Posted July 26, 2019 Posted July 26, 2019 კერძო კომპანია Beijing Starcraft Glory-მ წარმატებით განახორციელა რაკეტა SQX-1 Y1-ის გაშვება კოსმოსში. შესაბამისად, ამ მოვლენამ კომპანიას საშუალება მისცა გამხდარიყო ქვეყანაში პირველი კერძო კომპანია, რომელმაც შეძლო რაკეტის გაშვება. რაკეტა SQX-1 Y1-მ ორბიტაზე 300 კმ სიმაღლეზე გაიტანა ორი თანამგზავრი. ოთხნაწილიანი რაკეტა SQX-1 Y1 დღესდღეობით ფლობს ყველა მეტი ტვირთის აწევის საშუალებას კერძო კომპანიების მიერ წარმოებულ ჩინურ რაკეტებს შორის. მისი სიგრძე 20.8 მეტრს შეადგენს, დიამეტრი - 14.4-ს. რაკეტას შეუძლია კოსმოსში გაიტანოს 260 კილოგრამი სასარგებლო მასა. ჩინურ კერძო კომპანიებს ამ დრომდეც ჰქონდათ მცდელობა გაეშვათ კოსმოსური რაკეტა, თუმცა მათი მცდელობები წარუმატებელი იყო. 2019 წლის გაზაფხულზე კერძო კომპანია OneSpace-მა სცადა რაკეტა OS-M-ის გაშვება, თუმცა სტარტის დაწყებისას მოხდა ავარია და შუძლებელი აღმოჩნდა დაგეგმილი მისიის შესრულება. https://hightech.fm/2019/07/25/sqx-1-y1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.