Magdalena Posted July 21, 2019 Posted July 21, 2019 კომპანია Intel-მა Cascade Lake SP სერიის ასორტიმენტს ახალი პროცესორი დაუმატა. ეს არის 28-ბირთვიანი ჩიპი 3.0 გიგაჰერცი სიხშირით, სახელად Intel Xeon Platinum 8284. ახალი პროცესორი წარმადობით აღემატება აპრილში გამოსულ 2.7-გიგაჰერციან მოდელ Xeon Platinum 8280-ს და სერიის ფლაგმანი გახლავთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი TDP 240 ვატამდე გაიზარდა, TCASE მაჩვენებელი კი შემცირდა 65° C-მდე. მსგავსი რამ პირველი შემთხვევა არ არის. ჯერ კიდევ Broadwell-ის ბაზაზე არსებული Xeon E5 სერია დროთა განმავლობაში ივსებოდა A ინდექსის მოდელებით, რომლებიც ერთმანეთისგან ტაქსტის სიხშირეებითა და ფასებით განსხვავდებოდნენ. 8284 მოდელის ფასი 15 460 დოლარია - იგი ერთნახევარჯერ აღემატება 8280-ის ფასს (10 009 დოლარი). ორივე ჩიპის დანარჩენი ტექნიკური მახასიათებლები, ზემოთხსენებული ტაქტის სიხშირისა და TDP/TCASE-ის გარდა, ერთმანეთის იდენტურია. ამასთან, მოდელი 8284 არ არის არსებულ ჩიპებს შორის ყველაზე ძვირადღირებული: ფასის მხრივ ლიდერია 17 906-დოლარიანი Platinum 8280L. მას აქვს 4.5-ტერაბაიტიანი მეხსიერებისა და Intel Optane DC Persistent Memory-ს მხარდაჭერა. https://servernews.ru/990988 1
George Posted July 21, 2019 Posted July 21, 2019 ეგ არაა ოღონდ ყველაზე ძლიერი მაგ სერიიდან, არის აგრეთვე Platinum 9242 48 ბირთვზე და Platinum 9282 56 ბირთვზე მულტითრიდინგით ორივე და დუალ სოკეტიანი მაზერების საპორტით ორი ეგეთი რომ გაუშვა, რამის საპორტიც საკმაოთ მაღალი აქვს და 3.8GHZ მუშაობს კარგი გაგრილებით TDP 400 W 12 კანალიანი DDR4-2933 საპორტი აქვს და კარგი მანქანის ფასი ღირს ეგეთი სბორკა რომ ააწყო, რეზულტატები აქაა https://www.intel.com/content/www/us/en/benchmarks/server/xeon-scalable/2nd-gen-xeon-world-record.html სერიოზულ სერვერებზეა ეგეთები გაშვებული მსოფლიო მაშტაბით და არაერთი მსოფლიო რეკორდი მოუხსნიათ უკვე რახან მაგდენ თრიდიანი პროცესორები არც ისე ბევრია გამოსული ამ ეტაპზე, 112 თრიდს ეხუმრები და 36TB საპორტს 8 სოკეტიან სისტემაზე, ეგ გიგანტური სუპერკომპიუტერებისთვის და სერვერებისთვის იქნება კარგი ალბათ აი აქაა მაგ პროცესორებზე დიდი სტატია რუსულათ https://servernews.ru/985088
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now