Magdalena Posted July 21, 2019 Posted July 21, 2019 Xiaomi-ს კუთვნილმა პლატფორმა Youpin-მა წარადგინა სმარტფონი Android Go-ს პლატფორმაზე - Qin 2. მოწყობილობას აქვს 5.05-დუიმიანი სენსორული დისპლეი, რომლის გაფართოება 1440 × 576 პიქსელს შეადგენს. სმარტფონი საკმაოდ გრძელია და მისი გვერდების შეფარდებაა 22,5:9-ზე. პლატფორმას არ განუცხადებია, რა ტიპის პროცესორი და ოპერატიული მეხსიერებაა გამოყენებული, თუმცა მითითებულია ფლეშ-მოდულის მოცულობა: იგი ინახავს 32 გიგაბაიტ ინფორმაციას. სმარტფონს არ აქვს არც ფრონტალური კამერა, არც დაქტილოსკოპიური სკანერი. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია კამერა ფლეშ-განათებით. კვებას უზრუნველყოფს ბატარეა 2100 მა/სთ. მოცულობით. დატენვისთვის გამოიყენება USB Type-C პორტი. სმარტფონის გაბარიტები შეადგენს 132,6 × 55,4 × 8,6 მილიმეტრს, წონა - 105 გრამს. Qin 2-ს აქვს მეოთხე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა. სმარტფონის შეძენის მსურველებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ შავ, წითელ, ვარდისფერ და ცისფერ მოდელებს შორის. მოწყობილობის ფასი 75 აშშ დოლარია. https://3dnews.ru/991040 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.