Jump to content

Recommended Posts

Posted

Xiaomi-ს კუთვნილმა პლატფორმა Youpin-მა წარადგინა სმარტფონი Android Go-ს პლატფორმაზე - Qin 2. 

image.png 

მოწყობილობას აქვს 5.05-დუიმიანი სენსორული დისპლეი, რომლის გაფართოება 1440×576 პიქსელს შეადგენს. სმარტფონი საკმაოდ გრძელია და მისი გვერდების შეფარდებაა 22,5:9-ზე.  

პლატფორმას არ განუცხადებია, რა ტიპის პროცესორი და ოპერატიული მეხსიერებაა გამოყენებული, თუმცა მითითებულია ფლეშ-მოდულის მოცულობა: იგი ინახავს 32 გიგაბაიტ ინფორმაციას. 

image.png 

სმარტფონს არ აქვს არც ფრონტალური კამერა, არც დაქტილოსკოპიური სკანერი. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია კამერა ფლეშ-განათებით. 

კვებას უზრუნველყოფს ბატარეა 2100 მა/სთ. მოცულობით. დატენვისთვის გამოიყენება USB Type-C პორტი. სმარტფონის გაბარიტები შეადგენს 132,6 × 55,4 × 8,6 მილიმეტრს, წონა - 105 გრამს. 

image.png 

Qin 2-ს აქვს მეოთხე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა. სმარტფონის შეძენის მსურველებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ შავ, წითლ, ვარდისფერ და ცისფერ მოდელებს შორის. მოწყობილობის ფასი 75 აშშ დოლარია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.