Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია GeIL-მა (Golden Emperor International) დააანონსა ოპერატიული მეხსიერების მოდულები და კომპლექტები EVO X II, EVO X II AMD Edition და EVO X II ROG-Certified გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერებისთვის. 

image.png 

ყველა მათგანი DDR4 სტანდარტს შეესაბამება. მოდულები წარმოდგენილია გაგრილების რადიატორითა და RGB განათებით. რეალიზებულია XMP 2.0 ოვერქლოქერული პროფილის მხარდაჭერა. 

image.png 

EVO X II სერიაში შევიდა მოდულები 4, 8 და 16 გიგაბაიტი მოცულთ. კომპლექტების ჯამური მოცულობა 64 გიგაბაიტს შეადგენს. სიხშირე 2400-დან 4133 მეგაჰერცამდეა, ძაბვის დიაპაზონია 1.2-დან 1.4 ვატამდე. მოწყობილობებს აქვთ შემდეგი განათების ტექნოლოგიების მხარდაჭერა: ASUS Aura Sync, GIGABYTE RGB Fusion, ASRock PolyChrome და MSI Mystic Light Sync. 

image.png 

EVO X II AMD Edition სერიის ოდულები ოპტიმიზებულია მესამე თაობის AMD Ryzen პროცესორების მქონე მოწყობილობებში გამოყენებაზე. ეს სერია მოიცავს 4, 8 და 16 გიგაბაიტიან მოდულებს, კომპლექტების ჯამური მოცულობა კი 32 გიგაბაიტია. სიხშირე - 2400-დან 4000 მეგაჰერცამდე, ძაბვა - 1.2 – 1.4 ვატი. მხარდაჭერილია ტექნოლოგიები - ASUS Aura Sync, GIGABYTE RGB Fusion, ASRock PolyChrome და MSI Mystic Light Sync. 

image.png 

ბოლო, EVO X II ROG-Certified სერიის მოდულები გათვლილია ASUS ROG დედა დაფებთან მუშაობაზე. მოდულების მოცულობა შეადგენს 8 გიგაბაიტს, კომპლექტის მოცულობა კი - 16 ან 32 გიგაბაიტს. სიხშირე - 3000, 3200 და 3600 მეგაჰერცი, ძაბვა - 1.35 ვატი. მხარდაჭერილია სისტემა ASUS Aura Sync. 

მოწყობილობების ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. ყველა მოდულს აქვს მუდმივი გარანტია. 

  • Like 1
  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.