Magdalena Posted July 17, 2019 Posted July 17, 2019 კომპანია Qualcomm-მა წარადგინა მობილური პროცესორი Snapdragon 855 Plus - ჩიპ Snapdragon 855-ის გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც გამოიყენება მიმდინარე წლის ბევრ ფლაგმანურ სმარტფონში. შეგახსენებთ Snapdragon 855-ის კონფიგურაციას: რვა ბირთვი Kryo 485 ტაქტის სიხშირით 1,80 - 2,84 გჰც და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 640 სიხშირით - 585 მჰც. აქვს LPDDR4Х ტიპის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. წარმოების ნორმა - 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგია. ახალი ჩიპი Snapdragon 855 Plus, როგორც ცნობილია, ოპტიმიზებულია გეიმინგ სმარტფონებისა და ვირტუალური რეალობის მოწყობილობებისთვის. წინამორბედისგან იგი გაზრდილი ტაქტის სიხშირით გამოირჩევა. ახალი ჩიპის შემთხვევაში გამომთვლელი ბირთვების სიხშირე 2.96 გჰც-ს შეადგენს. ერთნაკადიან ამოცანებში იგი უზრუნველყოფს წარმადობის ზრდას დაახლოებით 4.2%-ით. რაც შეეხება გრაფიკულ ქვესისტემას, მისი სიხშირე გაზრდილია 672 მეგაჰერცამდე, სიჩქარე კი - 15%-ით. ჩიპის დანარჩენი მახასიათებლები უცვლელია, ესენია LPDDR4Х-2133 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა და ინტეგრირებული მოდემი Snapdragon X24 LTE (Category 20). ახალი მოწყობილობები Snapdragon 855 Plus-ის ბაზაზე უახლოეს კვირებში გამოვა. https://3dnews.ru/990767
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now