Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-ს მიერ იანვარში დაანონსებული პროგრამა DGX-Ready Data Center გასცდა შეერთებული შტატების საზღვრებს და მონაცემთა დამუშავების ცენტრი-პარტნიორების რაოდენობა გააფართოვა. 

image.png 

ცნობილი გახდა, რომ პროგრამას უკვე ჰყავს სამი ახალი პარტნიორი ევროპაში, ხუთი - აზიაში და ორი ჩრდილო ამერიკაში. ამჟამად პროგრამა ხელმისაწვდომია მსოფლიოს 24 ქვეყანაში. 

პროგრამის ახალ პარტნიორებს შორისაა კომპანია Verne Global, რომელსაც გააჩნია მონაცემთა დამუშავების ცენტრი ნახშირორჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვით ისლანდიაში, აგრეთვე Fujitsu - იოკოჰამაში არსებული მონაცემთა ცენტრით, სადაც განთავსებულია 60-ზე მეტი სისტემა NVIDIA DGX-1 და DGX-2. 

კომპანიის განცხადებით, პროგრამა NVIDIA DGX-Ready Data Center, რომელიც გავრცელებულია NVIDIA DGX სისტემებში და მიეწოდება NVIDIA-ს პარტნიორებს, მომხმარებლებს უზრუნველყოფს შესაძლებლობებით - მნიშვნელოვნად წაიწიონ წინ ნებისმიერ პლატფორმაზე ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის საკითხში. 

DGX-Ready გვევლინება, როგორც გადაწყვეტილება, რომელიც ამარტივებს GPU-ზე გამოთვლების დანერგვას, რაც გამომთვლელ ინფრასტრუქტურაში უზრუნველყოფს მეტ შესაძლებლობას ტრადიციულ IT-გამოთვლებთან შედარებით. 

NVIDIA DGX პროდუქტების სერია მოიცავს სერვერებს 8 და 16 გრაფიკული პროცესორით. სისტემა NVIDIA DGX SuperPOD 22-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს უსწრაფეს სუპერკომპიუტერებს შორის. მას აქვს 96 DGX-2H მოდული და შეიცავს Volta არქიტექტურის ბაზაზე შექმნილ 16 ტენსორულ ამაჩქარებელ Tesla V100-ს. 

იმისათვის, რომ გაამარტივოს პარტნიორების მოძება, NVIDIA-მ შექმნა პორტალი DGX-Ready Data Center, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ მომწოდებლების ძიება გლობალურ ქსელი იმ რეგიონების გაფილტვის შედეგად, სადაც მხარდაჭერილია სისტემები და გაფართოებული სერვისები. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.