Magdalena Posted July 14, 2019 Posted July 14, 2019 კომპანია NVIDIA-ს მიერ იანვარში დაანონსებული პროგრამა DGX-Ready Data Center გასცდა შეერთებული შტატების საზღვრებს და მონაცემთა დამუშავების ცენტრი-პარტნიორების რაოდენობა გააფართოვა. ცნობილი გახდა, რომ პროგრამას უკვე ჰყავს სამი ახალი პარტნიორი ევროპაში, ხუთი - აზიაში და ორი ჩრდილო ამერიკაში. ამჟამად პროგრამა ხელმისაწვდომია მსოფლიოს 24 ქვეყანაში. პროგრამის ახალ პარტნიორებს შორისაა კომპანია Verne Global, რომელსაც გააჩნია მონაცემთა დამუშავების ცენტრი ნახშირორჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვით ისლანდიაში, აგრეთვე Fujitsu - იოკოჰამაში არსებული მონაცემთა ცენტრით, სადაც განთავსებულია 60-ზე მეტი სისტემა NVIDIA DGX-1 და DGX-2. კომპანიის განცხადებით, პროგრამა NVIDIA DGX-Ready Data Center, რომელიც გავრცელებულია NVIDIA DGX სისტემებში და მიეწოდება NVIDIA-ს პარტნიორებს, მომხმარებლებს უზრუნველყოფს შესაძლებლობებით - მნიშვნელოვნად წაიწიონ წინ ნებისმიერ პლატფორმაზე ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის საკითხში. DGX-Ready გვევლინება, როგორც გადაწყვეტილება, რომელიც ამარტივებს GPU-ზე გამოთვლების დანერგვას, რაც გამომთვლელ ინფრასტრუქტურაში უზრუნველყოფს მეტ შესაძლებლობას ტრადიციულ IT-გამოთვლებთან შედარებით. NVIDIA DGX პროდუქტების სერია მოიცავს სერვერებს 8 და 16 გრაფიკული პროცესორით. სისტემა NVIDIA DGX SuperPOD 22-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს უსწრაფეს სუპერკომპიუტერებს შორის. მას აქვს 96 DGX-2H მოდული და შეიცავს Volta არქიტექტურის ბაზაზე შექმნილ 16 ტენსორულ ამაჩქარებელ Tesla V100-ს. იმისათვის, რომ გაამარტივოს პარტნიორების მოძება, NVIDIA-მ შექმნა პორტალი DGX-Ready Data Center, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ მომწოდებლების ძიება გლობალურ ქსელში იმ რეგიონების გაფილტვის შედეგად, სადაც მხარდაჭერილია სისტემები და გაფართოებული სერვისები. https://servernews.ru/990672 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.