Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Nintendo-მ ოფიციალურად წარადგინა ახალი პორტატული კონსოლი Switch Lite, რომელიც შედარებით გამარტივებული მოწყობილობაა და ფასის მხრივაც უფრო ხელმისაწვდომია 2017 წელს გამოსულ Switch-ის სრულფასოვან ვერსიასთან შედარებით.

Switcj_Lite_01.jpg

კომპანია ახალ კონსოლს წარმოგვიდგენს, როგორც კიდევ უფრო მობილურ გადაწყვეტილებას, რომელიც განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვინც უფრო დიდ უპირატესობას სახლს გარეთ თამაშს ანიჭებს. სრულფასოვანი ვერსიისგან განსხვავებით შეუძლებელია ახალი Switch Lite-ის ტელევიზორთან დაკავშირება. შესაბამისად, ახალ კონსოლს არ აქვს Nintendo Switch-ის ყველა იმ თამაშის მხარდაჭერა, რომლებიც მუშაობს პორტატულ რეჟიმში.

ორიგინალი ვერსიისგან კიდევ ერთი განსხვავება ის გახლავთ, რომ ახალ კონსოლს არ აქვს მოსახსნელი კონტროლერი Joy-Con. მართვის ყველა დეტალი განთავსებულია კორპუსზე დისპლეის გვერდებზე. რაც შეეხება დისპლეის, Switch Lite-ის ეკრანი სენსორულია, 5.5-დუიმიანი, გაფართოება კი 1280 х 720 პიქსელს შეადგენს.

ორიგინალი Switch-ის მსგავსად ახალ კონსოლშიც გამოყენებულია ცალკრისტალიანი პლატფორმა NVIDIA Tegra, თუმცა მისი მახასიათებლები არ ხმაურდება. კონსოლს აქვს 32 გბ ინტეგრირებული მეხსიერება და გააჩნია microSD ბარათის სლოტი. მოწყობილობაში წარმოდგენილია Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.1 ადაპტერები, NFC მოდული, USB Type-C პორტი და 3.5-მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი.

Switch Lite-ის კორპუსის გაბარიტებია 208 х 91,1 х 13,9 მმ - იგი ზომით ჩამოუვარდება ორიგინალს (239 x 102 x 13,9 მმ). კონსოლი იწონის 275 გრამს (ორიგინალი - 297 გ.). ფერების მხრივ მომხმარებლებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ ყვითელ, ნაცრისფერ და ფირუზისფერ ვარიანტებს შორის. კვებას უზრუნველყოფს 3570 მა.სთ მოცულობის ბატარეა, რომლის წყალობითაც კონსოლის მუშაობის ხანგრძლივობა დაახლოებით 6 საათია.

Nintendo Switch Lite გეიმინგ-კონსოლი გაყიდვაში 20 სექტემბერს გამოვა და გაიყიდება 199 აშშ დოლარად.

https://overclockers.ru/hardnews/show/98184/nintendo-predstavila-polnostju-portativnuju-konsol-switch-lite-za-199

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.