Magdalena Posted July 10, 2019 Posted July 10, 2019 კომპანია Apple-მა ახალი სასწავლო სეზონის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე განაახლა თავისი პორტატული კომპიუტერები MacBook Air და MacBook Pro, რომლებიც მეტად პოპულარობით სარგებლობენ სტუდენტებს შორის. MacBook Air-ის 13.3-დუიმიან დისპლეის უკვე აქვს True Tone ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც ავტომატურად არეგულირებს ფერს უფრო კომფორტული მოხმარებისათვის. გაფართოება 2560 × 1600 პიქსელს შეადგენს. ახალი MacBook Air აღჭურვილია ორბირთვიანი Intel Core i5 პროცესორით, რომლის ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 1.6-3.6 გჰც, აქვს 8 გბ ოპერატიული მეხსიერება (მაქსიმალური - 16 გბ), 128 გიგაბაიტიანი SSD (მაქსიმალური - 1 ტბ), ასევე სენსორი Touch ID და Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2 ადაპტერები. განახლებული MacBook Pro 13.3-დუიმიანი True Tone ეკრანით (2560 × 1600 პიქსელი) დაკომპლექტებულია ოთხბირთვიანი, მერვე თაობის Intel Core პროცესორით, აქვს Touch Bar პანელი, სენსორი Touch ID და ჩიპი Apple T2 Security Chip. MacBook Pro-ს არსენალშია 8 ან 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, სწრაფი 128 გიგაბაიტიდან 1 ტერაბაიტამდე მოცულობის SSD, ფართო დიაპაზონის მქონე სტერეოსისტემა და Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 მოდულები. განახლებული ლეპტოპები MacBook Air და MacBook Pro ჩართულია სარეკლამო აქციაში - „კვლავ სკოლისაკენ“, რომელიც უკვე დაიწყო და Apple Store-ში ხელმისაწვდომია სტუდენტებისათვის, მშობლებისთვის, სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებისთვის. აქციაში შემავალი ნებისმიერი Mac-ის ან iPad-ის შეძენისას მომხმარებელი უფასოდ მიიღებს აქციის ფარგლებში Beats ყურსასმენებს, აგრეთვე შეძლებს ისარგებლოს სპეციალური ფასებით განათლების სფეროში შემავალ გარკვეულ აქსესუარებსა და სერვისებზე. https://3dnews.ru/990459 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.