Jump to content

Recommended Posts

Posted

ხედავთ ოთახში მცოცავ ობობებს და პანიკა გეწყებათ? - თქვენ არაქნოფობია გაქვთ. ვერ იძნებთ სინათლის გარეშე? - ეს ნიკტოფილიაა, სიბნელის შიში. არსებობს უფრო ეგზოტიკური ვარიანტებიც: ქრემატოფობია - ფულის შიში, კუმპუნოფობია - ღილების შიში, პენტერაფობია - სიდედრის შიში: დიახ, ასეთიც არსებობს. სხვადასხვა სახის ფობიის რიცხვმა უკვე 40 ათასს გადააჭარბა და ჩანს, თითქოს მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს. 

image.jpeg 

რა არის ფობია? 

image.jpeg 

ადამიანისთვის ბუნებრივია შფოთვა და შიში, რადგან ეს არის ერთ-ერთი თავდაცვითი მექანიზმი, რამაც მას გადარჩენის საშუალება მისცა ევოლუციის მსვლელობისას. შესაძლებელია შიში დროთა განმავლობაში გაქრეს, თუმცა ზოგი შიში პანიკაში გადაიზრდება და მეტად უშლის ხელს ადამიანს სრულფასოვან ცხოვრებაში. 

შიშის მიზეზები 

ფობიის გაჩენის მიზეზი ყველაზე ხშირად სტრესული სიტუაციაა, ნეგატიური გამოცდილება, ვთქვათ, ობობის კბენა, ველოსიპედიდან გადმოვარდნა და დაშავება, ღილის გადაყლაპვა და ჯანმრთელობის გაუარესება. ბევრი შიში დაკავშირებულია თვითგადარჩენის ინსტინქტთან, ასეთი შიშები თითქმის ყველა დამიანს აქვს და ეს ბუნებრივია, მაგალიად გველების შიში, სიმაღლის შიშ და ა.შ 

როგორ ეხმარება ვირტუალური რეალობა ფობიებთან გამკლავებისას 

image.jpeg 

არსებობს ფობიისგან განკურნების რამდენიმე მეთოდი, თუმცა ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ვირტუალური რეალობის გამოყენება. მედიცინის მუშაკებმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყეს VR-ის გამოყენების განხილვა, თუმცა იმ დროს არსებული კომპიუტერული გრაფიკა ამჟამინდელთან შედარებით ვერ აღწევდა რეალიზმის საჭირო დონეს. 

ვიზუალიზაციის ხარისხის გაუმჯობესებისა და მოწყობილობების გაიაფების შედეგად VR ტექნოლოგია დღეს მეტად პოპულარული და ეფექტური ინსტრუმენტია ფსიქოთერაპიაში. კვლევების თანახმად, ვირტუალური რეალობის გამოყენებით მიღწეული შედეგი 30%-ით ეფექტურია ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით. 

არსებობს ასეთი რამ - ექსპოზიციური თერაპია, რომლის დროსაც პაციენტმა უნდა წარმოიდგინოს მისთვის არაკომფორტული, ფობიასთან დაკავშირებული სიტუაცია. ვირტუალური რეალობის გამოყენებისას კი ამას თავად კომპიუტერი აკეთებს. არსებობს შემთხვევები, როდესაც VR-ის გამოყენების შედეგად ტკივილის შეგრძნებაც მცირდება. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.