Magdalena Posted July 8, 2019 Posted July 8, 2019 მოსალოდნელი იყო, რომ მას შემდეგ, რაც ელექტრო ტრანსპორტი გამოვიდოდა, მას მოჰყვებოდა კიდევ ერთი გადასვლა ელექტობისკენ, ამჯერად საჰაერო საქმიანობის სფეროში. Tesla გვპირდება, რომ ხუთ წელიწადში ელექტროძრავიანი ვერტმფრენები იფრენენ - აღარანაირი ნავთი. ასეთ ზუსტ ვადას მასკი იმით ხსნის, რომ დღესდღეობით უბრალოდ შეუძლებელია შეიქმნას მსგავსი მოდელი: არ არსებობს საკმარისი სიმძლავრის აკუმულატორები და ფრენის ხანგრძლივობა მეტად მცირე იქნება. მასკი ჯერ კიდევ ათი წლის წინ ატარებდა გამოთვლებს, საიდანაც ჩანს: იმისათვის, რომ ნავთს კონკურენცია გაუწიოს, საჭიროა დაახლოებით 400 ვტს/კმ სიმჭიდროვის მქონე ლითიუმ-იონური აკუმულატორი. დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 300 ვტს/კმ-ია. რადგან მასკმა ასეთი ხმამაღალი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა, როგორც ჩანს, ამის საფუძველიც გააჩნია. შესაძლოა რაიმე მსგავსი ვერტმფრენის დაპროექტებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა კონკრეტულ შედეგებს უახლოეს წლებში არ უნდა ველოდოთ. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/28314/ilon-mask-obeschaet-elektrosamoljoty Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.