Magdalena Posted July 6, 2019 Posted July 6, 2019 ერთდაფიანი კომპიუტერი Raspberry Pi 4 ოთხბირთვიანი Broadcom BCM2711 პროცესორითაა აღჭურვილი, რომელიც დიდი დატვირთვისას საკმაოდ ცხელდება. ჩიპის ეფექტური გაგრილებისთვის ხელმისაწვდომია გადაწყვეტილება - ქულერი ICE Tower. აქვე აღვნიშნავთ, რომ მოცემულ ფოტოებზე წარმოდგენილია ქულერი, რომელიც მიმაგრებულია Raspberry Pi 3-ზე, თუმცა გამაგრილებელი ჩვეულებრივ თავსებადია ახალ Raspberry Pi 4-თანაც. როგორც დასახელებიდან ჩანს, ICE Tower მიეკუთვნება Tower-ტიპის ქულერების კატეგორიას. როგორც ცნობილია, ქულერი Raspberry Pi 4-ის პროცესორს 80-დან 40 გრადუსამდე აგრილებს. ICE Tower-ის კონსტრუქცია მოიცავს რადიატორს 5 მილიმეტრიანი სპილენძის სითბური მილით. ასევე მოცემულია მცირე ზომის ვენტილატორი შვიდი ფრთით. ქულერის გაბარიტებია 58 × 41 × 35 მმ. ძაბვა - 5 ვატი. ICE Tower-ის შეძენა შესაძლებელია 20 აშშ დოლარად. https://servernews.ru/990257 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.