Magdalena Posted July 4, 2019 Posted July 4, 2019 1 ივლისიდან ევროკავშირში ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც ყველა ელექტრო სატრანსპორტო საშუალებამ ხმა უნდა გამოსცეს მოძრაობისას. ელექტრო ძრავები ფაქტობრივად უხმოა, ეს კი უკვე მრავალჯერ გახდა ავარიის მიზეზი. BMW-მ დააანონსა, რომ 2023 წელს გამოუშვებს ელექტრომობილების რამდენიმე ათეულ პროტოტიპსა და კონცეპტს, რომელთა შორისაა ელექტრომოტოციკლი Motorrad Vision DC Roadster და კონცეპტ-მანქანა BMW Vision M NEXT. ეს უკანასკნელი კიბერპანკის სამყაროსეული ფანტაზიის განსახიერებაა, ამიტომაც მისთვის განკუთვნილი სინთეტიკური ხმის შექმნა მიანდეს ცნობილ კომპოზიტორ ჰანს ციმერს. ეს არჩევანი შემთხვევითი არ გახლავთ, რადგანაც სწორედ ციმერი გახლავთ ფილმ“ Blade Runner 2049“-ის მუსიკის ავტორი. მიუხედავად თავისი გამოცდილებისა, ციმერმა ამოცანაში ჩასართავად მეწყვილედ აიყვანა BMW-ს პროფესიონალი ხმის რეჟისორი რენცო ვიტალე და ერთად დაიწყეს მომავლის ფუტურისტული მანქანის ხელოვნურ ხმაზე მუშაობა. სინთეტიკური ხმა რაღაც შუალედურია „მონსტრის სტვენასა და ვარსკვლავთმფრენის მექანიზმის გუგუნს შორის“. https://www.techcult.ru/auto/6995-hans-cimmer-sochinil-zvuk-dlya-budushego-elektrokara-bmw Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.