Magdalena Posted July 3, 2019 Posted July 3, 2019 Samsung აცხადებს, რომ 7 აგვისტოს ბრუკლინში გაიმართება მორიგი ღონისძიება, სადაც კომპანია წარადგენს Galaxy Note 10-ს - თავის ახალ სმარტფონს სტილუსით. ღონისძიებისა და სმარტფონის შესახებ მიანიშნებს ფოტო, რომელზეც გამოსახულია ელექტრო ფანქარი S Pen და კამერის ობიექტივი. ბოლო პერიოდში გაჟღერებული ცნობების მიხედვით Note 10-ს ერთი ფრონტალური კამერა ექნება, ასევე Galaxy S10-ის მსგავსი დისპლეი, 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა და 25-ვატიანი სწრაფი დატენვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ Galaxy Note 10 შესაძლოა 3.5 მილიმეტრიანი mini-jack ის გარეშე იყოს წარმოდგენილი, თუმცა ექნება microSD ბარათის სლოტი და IP68 სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისა და მტვრისგან. როგორც ცნობილია, Samsung გამოუშვებს პლუს-ზომის, 6,75-დუიმიან მოდელსაც (ამჟამად არსებული ინფორმაციით სმარტფონების ზომები იქნება 6.28 და 6.75 დუიმი). კომპანიამ ასევე შესაძლებელია ამავე სერიაში წარადგინოს სმარტფონის 5G მოდელიც ორივე ზომის ვარიაციაში. 7 აგვისტოსთან დაკავშირებით გარდა Note 10-ის წარდგენისა, დიდ ყურადღებას იწვევს იმის მოლოდინი, გამოიყენებს თუ არა კომპანია ამ ღონისძიებას იმისათვის, რომ გაამხილოს იმ მოწყობილობების გამოსვლის თარიღები, რომლებიც დაანონსდა, მაგრამ არ გამოსულა. ამგვარ მოწყობილოებებს შორისაა დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold-იც, რომლის წარმოება გაურკვეველი ვადით არის გადადებული. ასევე არ გამოსულა ბაზარზე უკვე დაანონსებული დინამიკი Galaxy Home, რომლის შესახებაც კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს Galaxy Note 9-სთან ერთად გაასაჯაროვა ცნობა. მისი გამოსვლის თარიღის შესახებაც ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. https://www.theverge.com/circuitbreaker/2019/7/1/20677749/samsung-galaxy-note-10-event-teaser-date-time-rumors-camera-screen-pen Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.