Jump to content

Recommended Posts

Posted

Samsung აცხადებს, რომ 7 აგვისტოს ბრუკლინში გაიმართება მორიგი ღონისძიება, სადაც კომპანია წარადგენს Galaxy Note 10- - თავის ახალ სმარტფონს სტილუსით. 

ღონისძიებისა და სმარტფონის შესახებ მიანიშნებს ფოტო, რომელზეც გამოსახულია ელექტრო ფანქარი S Pen და კამერის ობიექტივი. ბოლო პერიოდში გაჟღერებული ცნობების მიხედვით Note 10- ერთი ფრონტალური კამერა ექნება, ასევე Galaxy S10-ის მსგავსი დისპლეი, 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა და 25-ვატია სწრაფი დატენვა. 

image.png 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ Galaxy Note 10 შესაძლოა 3.5 მილიმეტრიანი mini-jack ის გარეშე იყოს წარმოდგენილი, თუმცა ექნება microSD ბარათის სლოტი და IP68 სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისა და მტვრისგან. 

როგორც ცნობილია, Samsung გამოშვებს პლუს-ზომის, 6,75-დუიმიან მოდელსაც  (ამჟამად არსებული ინფორმაციით სმარტფონების ზომები იქნება 6.28 და 6.75 დუიმი). კომპანიამ ასევე შესაძლებელია ამავე სერიაში წარადგინოს სმარტფონის 5G მოდელიც ორივე ზომის ვარიაციაში. 

7 აგვისტოსთან დაკავშირებით გარდა Note 10-ის წარდგენისა, დიდ ყურადღებას იწვევს იმის მოლოდინი, გამოიყენებს თუ არა კომპანია ამ ღონისძიებას იმისათვის, რომ გაამხილოს იმ მოწყობილობების გამოსვლის თარიღები, რომლებიც დაანონსდა, მაგრამ არ გამოსულა. ამგვა მოწყობილოებებს შორისაა დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold-იც, რომლის წარმოება გაურკვეველი ვადით არის გადადებული. ასევე არ გამოსულა ბაზარზე უკვე დაანონსებული დინამიკი Galaxy Home, რომლის შესახებაც კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს Galaxy Note 9-სთან ერთად გაასაჯაროვა ცნობა. მისი გამოსვლის თარიღის შესახებაც ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.