Jump to content

Recommended Posts

Posted

ამერიკული კოსმოსური კომპანია SpaceX-ის ერთ-ერთი მიზანია დედამიწა უზრუნველყოს იაფი და მაღალხარისხიანი თანამგზავრული ინტერნეტით. ამისათვის კომპანია, როგორც უკვე ვიცით, აპირებს 12 ათასი Starlink-თანამგზავრის გაშვებას. ერთი თვის წინ SpaceX-მა დედამიწის ახლო ორბიტაზე პირველი 60 აპარატი გაუშვა. ბოლო ინფორმაციის თანახმად კავშირი შენარჩუნებულია 57 მათგანთან: Starlink-ის სამი თანამგზავრი მწყობრიდან გამოვიდა. 

image.jpeg 

გაშვებული 60 აპარატიდან 45-მა დაგეგმილ ზონას მიაღწია (დედამიწის ზედიპირიდან 550 კილომეტრ სიმაღლეს) საკუთარი ძრავების მეშვეობით. კიდევ ხუთი თანამგზავრი ამ დროისათვის საჭირო ორბიტაზე გასვლის პროცესშია, მორიგი ხუთი კი ბორტის სისტემის შემოწმებას გადის. SpaceX-მა ორი თანამგზავრი გამიზნულად დაწვა პლანეტის ატმოსფეროში: ამგვარად კომპანიამ შეამოწმა აპარატების განზრახ დაზიანების შესაძლებლობა დედამიწის ატმოსფეროს მჭიდრო ფენებში. 

ახალი კოსმოსური ნაგავი 

image.jpeg

 

რაც შეეხება დაკარგულ სამ თანამგზავრს - SpaceX მიზეზებზე არ საუბრობს. თუმცა ეს ფაქტი შეშფოთებას იწვევს მეცნიერებსა და სამხედრო პირებს შორის, რადგანაც იზრდება კოსმოსის დანაგვიანების რისკი. აპარატებთან კავშირის დაკარგვა იმას ნიშნავს, რომ კომპანია ვერ შეძლებს მათ მართვას, რათა შემოიყვანოს ისინი დედამიწის ატმოსფეროში, სადაც დაიწვებიან. SpaceX-კი ამტკიცებს, რომ მისი თანამგზავრები იმგვარად არის დაპროექტებული, რომ ისინი დამოუკიდებლად დაეშვებიან და დაიწვებიან ატმოსფეროში, თუმცა ამას დრო დასჭირდება.

image.jpeg 

Spacex-ის მორიგი გეგმაა შეამოწმოს უკვე გაშვებული აპარატების ქმედითუნარიანობა, კერძოდ, კომპანიას სურს ნახოს, დიდია თუ არა შეფერხება ინფორმაციის გადაცემისას. 

ილონ მასკის თქმით, კომპანია გააგრძელებს თითო გაშვებაზე კოსმოსში 60 თანამგზავრის გაყვანას. წელიწადში 1000-2000 აპარატის გაშვებაა დაგეგმილი. გამოთვლების მიხედვით სრული შემადგენლობის გაშვებას 24 კოსმოსური ფრენა დასჭირდება. 

ასტრონომები Starlink-ის წინააღმდეგ 

SpaceX-ს პროექტის ამოქმედებამ ნამდვილი ომი გამოიწვია პროექტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ამ უკანასკნელთა რიცხვში არიან მეცნიერები და ენთუზიასტები, რომლებიც კოსმოსის კვლევით არიან დაკავებული. ისინი შიშობენ, რომ Starlink-ის თანამგზავრები რეალურ პრობლემას შეუქმნიან დედამიწაზე არსებულ ოპტიკურ და რადიოასტრონომიულ დაკვირვებებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.