Magdalena Posted June 26, 2019 Posted June 26, 2019 ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ბაზაში გამოჩნდა 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული რამდენიმე Epyc Rome პროცესორი. ცნობილი გახდა ახალი პროდუქტების მახასიათებლების ნაწილი და მათი საორიენტაციო ფასებიც. როგორც ცნობილია, არქიტექტურა Zen 2-ის ბაზაზე შესრულებული ახალი პროდუქტები გაყიდვაში მომდევნო კვარტალში გამოვა. კალიფორნიული გიგანტი აპირებს ბაზარზე გამოიტანოს რამდენიმე პროცესორი 8-დან 64 ბირთვამდე შემადგენლობით. აღვნიშნავთ, რომ შვიდიდან ხუთი მოდელი შემოთავაზებული იქნება სამ მოდიფიკაციაში: ორ სოკეტზე, ერთ სოკეტზე და „ბიუჯეტური“ ვარიანტი შემცირებული სიხშირეებითა და გაზრდილი ენერგოეფექტურობით. მოდელი ბირთვი / ნაკადი Boost-სიხშირე TDP ფასი ($) Dual Socket Single Socket "ბიუჯეტური" ვარიანტი Epyc 7742 64 / 128 3.4 გჰც 225 ვტ 7800 7200 5000 Epyc 7642 48 / 96 3.4 გჰც 225 ვტ 5400 - 4500 Epyc 7502 32 / 64 3.35 გჰც 180 ვტ 2900 2600 2300 Epyc 7402 24 / 48 3.35 გჰც 180 ვტ 2000 1400 1500 Epyc 7302 16 / 32 3.3 გჰც 155 ვტ 1100 930 730 Epyc 7272 12 / 24 3.2 გჰც 120 ვტ 700 - - Epyc 7262 8 / 16 3.4 გჰც 155 ვტ 650 510 540 საინტერესოდ გამოიყურება 64-ბირთვიანი, 5-ათასდოლარიანი პროცესორი AMD Epyc 7742. შედარებისთვის, კალიფორნიული გიგანტი Intel ამ ფასად გთავაზობთ 28-ბირთვიან მოდელ Xeon Platinum-ს 3.8 გჰც სიხშირით. აღსანიშნავია ასევე 24-ბირთვიანი, 1500 დოლარიანი Epyc 7402, რომლის სიხშირე 3.35 გიგაჰერცია და შეუძლია თავი მოიწონოს PCI Express 4.0-ის 128 ხაზით. იგი Threadripper-ზე 300დოლარით ძვირია. Intel-ის სერვერული პროცესორების ფასები და მახასიათებლები შედარებისთვის იხილეთ ქვემოთ: მოდელი ბირთვი / ნაკადი სიხშირე TDP ფასი ($) საბაზისო მაქსიმალური Xeon 9282 56 / 112 2.6 გჰც 3.8 გჰც 400 ვტ - Xeon 9242 48 / 96 2.3 გჰც 3.8 გჰც 350 ვტ - Xeon 8167 28 / 56 2.5 გჰც 3.8 გჰც 205 ვტ 4600-11 000 Xeon 8164 26 / 52 2 გჰც 3.7 გჰც 150 ვტ 5000-7500 Xeon 8160 24 / 48 2.1 გჰც 3.7 გჰც 150 ვტ 4700-4800 Xeon 8153 16 / 32 2.2 გჰც 3 გჰც 125 ვტ 3000 Xeon 8158 12 / 24 3 გჰც 3.7 გჰც 150 ვტ - შეგახსნებთ, რომ AMD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გასულ თვეში ოფიციალურად დაადასტურა სერვერული პროცესორების ბაზარზე მესამე კვარტალში გამოსვლა. ენთუზიასტები ელიან, რომ 7-ნანომეტრიანი Epyc-პროცესორების შემდეგ გაყიდვაში გამოვა 7-ნანომეტრიანი Threadripper-ები დესკტოპ-კომპიუტერებისთვის. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/27899/ceny-i-harakteristiki-7nanometrovyh-processorov-amd-epyc-rome Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.