Jump to content

Recommended Posts

Posted

ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ბაზაში გამოჩნდა 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული რამდენიმე Epyc Rome პროცესორი. ცნობლი გახდა ახალი პროდუქტების მახასიათებლების ნაწილი და მათი საორიენტაციო ფასებიც. როგორც ცნობილია, არქიტექტურა Zen 2-ის ბაზაზე შესრულებული ახალი პროდუქტები გაყიდვაში მომდევნო კვარტალში გამოვა. 
image.jpeg 

კალიფორნიული გიგანტი აპირებს ბაზარზე გამოიტანოს რამდენიმე პროცესორი 8-დან 64 ბირთვამდე შემადგენლობით. აღვნიშნავთ, რომ შვიდიდან ხუთი მოდელი შემოავაზებული იქნება სამ მოდიფიკაციაში: ორ სოკეტზე, ერთ სოკეტზე და „ბიუჯეტური“ ვარიანტი შემცირებული სიხშირეებითა და გაზრდილი ენერგოეფექტურობით.  

      მოდელი 

ბირთვი / ნაკადი 

 Boost-სიხშირე 

      TDP 

                                ფასი ($) 

 Dual Socket 

Single Socket 

"ბიუჯეტური" ვარიანტი 

  Epyc 7742 

  64 / 128 

  3.4 გჰც 

  225 ვტ 

  7800 

  7200 

  5000 

  Epyc 7642 

  48 / 96 

  3.4 გჰც 

  225 ვტ 

  5400 

  - 

  4500 

  Epyc 7502 

  32 / 64 

  3.35 გჰც 

  180 ვტ 

  2900 

  2600 

  2300 

  Epyc 7402 

  24 / 48 

  3.35 გჰც 

  180 ვტ 

  2000 

  1400 

  1500 

  Epyc 7302 

  16 / 32 

  3.3 გჰც 

  155 ვტ 

  1100 

  930 

  730 

  Epyc 7272 

  12 / 24 

  3.2 გჰც 

  120 ვტ 

  700 

  - 

  - 

  Epyc 7262 

  8 / 16 

  3.4 გჰც 

  155 ვტ 

  650 

  510 

  540 

 
საინტერესოდ გამოიყურება 64-ბირთვიანი, 5-ათასდოლარიანი პროცესორი AMD Epyc 7742. შედარებისთვის, კალიფორნიული გიგანტი Intel ამ ფასად გთავაზობთ 28-ბირთვიან მოდელ  

Xeon Platinum-ს 3.8 გჰც სიხშირით. აღსანიშნავია ასევე 24-ბირთვიანი, 1500 დოლარიანი  Epyc 7402, რომლის სიხშირე 3.35 გიგაჰერცია და შეუძლია თავი მოიწონოს PCI Express 4.0-ის 128 ხაზით. იგი Threadripper-ზე 300დოლარით ძვირია. 

Intel-ის სერვერული პროცესორების ფასები და მახასიათებლები შედარებისთვის იხილეთ ქვემოთ: 

     მოდელი 

 ბირთვი / ნაკადი 

                 სიხშირე 

       TDP 

    ფასი ($) 

   საბაზისო 

   მაქსიმალური 

  Xeon 9282 

  56 / 112 

  2.6 გჰც 

  3.8 გჰც 

  400 ვტ 

  - 

  Xeon 9242 

  48 / 96 

  2.3 გჰც 

  3.8 გჰც 

  350 ვტ 

  - 

  Xeon 8167 

  28 / 56 

  2.5 გჰც 

  3.8 გჰც 

  205 ვტ 

  4600-11 000 

  Xeon 8164 

  26 / 52 

  2 გჰც 

  3.7 გჰც 

  150 ვტ 

  5000-7500 

  Xeon 8160 

  24 / 48 

  2.1 გჰც 

  3.7 გჰც 

  150 ვტ 

  4700-4800 

  Xeon 8153 

  16 / 32 

  2.2 გჰც 

  3 გჰც 

  125 ვტ 

  3000 

  Xeon 8158 

  12 / 24 

  3 გჰც 

  3.7 გჰც 

  150 ვტ 

  - 

 
შეგახსნებთ, რომ AMD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გასულ თვეში ოფიციალურად დაადასტურა სერვერული პროცესორების ბაზარზე მესამ კვარტალში გამოსვლა. ენთუზიასტები ელიან, რომ 7-ნანომეტრიანი Epyc-პროცესორების შემდეგ გაყიდვაში გამოვა 7-ნანომეტრიანი Threadripper-ები დესკტოპ-კომპიუტერებისთვის. 

https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/27899/ceny-i-harakteristiki-7nanometrovyh-processorov-amd-epyc-rome 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.