Magdalena Posted June 19, 2019 Posted June 19, 2019 საინტერესო სიახლე გამოაქვეყნა სამხრეთკორეულმა რესურსმა Sedaily-მ: იგი ამტკიცებს, რომ Intel Samsung-ს მიმართავს Rocket Lake სერიის 14-ნანომეტრიანი პროცესორების გამოშვებისთვის, წარმოება კი მომდევნო წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება. არსებული მონაცემებით, ეს მობილური პროცესორები ბაზარზე 2021 წლის მეორე კვარტალში გამოვა და რამდენიმე მოდიფიკაციაში ერთ კორპუსში წარმოდგენილი იქნება 14- და 10-ნანომეტრიანი კრისტალები ერთდროულად. წარმოება Samsung-ს დაეკისრება. მთავარი მიზეზი, თუ რატომ მიმართავს დახმარებისათვის Samsung-ს - ეს არის Intel-ის საკუთარი 14-ნანომეტრიანი პროცესორების დეფიციტი. თავდაპირველად კომპანიას სურდა რამდენიმე ჩიპსეტის გამოშვება ტაივანური მომწოდებლის - TSMC-სთვის მიენდო, თუმცა ოპტიმიზაციის ახალ ეტაპზე Intel-მა გადაწყვეტილება Samsung-ის მიმართულებით შეცვალა. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს შემდეგი: TSMC ან მეტისმეტადაა დატვირთული და ჩართული AMD-ის 7-ნანომეტრიან შეკვეთებში, ან მეტად მაღალ ფასს ითხოვს მომსახურებაში. გავლენა სავარაუდოდ აქვს პოლიტიკურ ფაქტორსაც - TSMC სავსებით შესაძლოა მოხვდეს ამერიკის ხელისუფლების გავლენის ქვეშ, რადგანაც არა მარტო ტერიტორიულად ახლოსაა კონტინენტურ ჩინეთთან, არამედ პროცესორებს უშვებს „განდევნილი“ Huawei-სთვის. წყაროების ინფორმაციით, შესაძლოა 7-ნანომეტრიანი გრაფიკული პროცესორების გამოშვება NVIDIA-მაც Samsung-ს მიანდოს. https://overclockers.ru/hardnews/show/97801/intel-obratitsya-za-pomoschju-k-samsung-dlya-vypuska-centralnyh-processorov Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.