Jump to content

Recommended Posts

Posted

საინტერესო სიახლე გამოაქვეყნა სამხრეთკორეულმა რესურსმა Sedaily-მ: იგი ამტკიცებს, რომ Intel Samsung-ს მიმართავს Rocket Lake სერიის 14-ნანომეტრიანი პროცესორების გამოშვებისთვის, წარმოება კი მომდევნო წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება. არსებული მონაცემებით, ეს მობილური პროცესორები ბაზარზე 2021 წლის მეორე კვარტალში გამოვა და რამდენიმე მოდიფიკაციაში ერთ კორპუსში წარმოდგენილი იქნება 14- და 10-ნანომეტრიანი კრისტალები ერთდროულად. წარმოება Samsung-ს დაეკისრება. 

image.jpeg 

მთავარი მიზეზი, თუ რატომ მიმართავს დახმარებისათვის Samsung-ს -  ეს არის Intel-ის საკუთარი 14-ნანომეტრიანი პროცესორების დეფიციტი. თავდაპირველად კომპანიას სურდა რამდენიმე ჩიპსეტის გამოშვება ტაივანური მომწოდებლის - TSMC-სთვის მიენდო, თუმცა ოპტიმიზაციის ახალ ეტაპზე Intel-მა გადაწყვეტილება Samsung-ის მიმართულებით შეცვალა. ამის მიზეზი შესაძოა იყოს შემდეგი: TSMC ან მეტისმეტადაა დატვირთული და ჩართული AMD-ის 7-ნანომეტრიან შეკვეთებში, ან მეტად მაღალ ფასს ითხოვს მომსახურებაში. გავლენა სავარაუდოდ აქვს პოლიტიკურ ფაქტორსაც - TSMC სავსებით შესაძლოა მოხვდეს ამერიკის ხელისუფლების გავლენის ქვეშ, რადგანაც არა მარტო ტერიტორიულად ახლოსაა კონტინენტურ ჩინეთთან, არამედ პროცესორებს უშვებს „განდევნილი“ Huawei-სთვის. წყაროების ინფორმაციით, შესაძლოა 7-ნანომეტრიანი გრაფიკული პროცესორების გამოშვება NVIDIA-მაც Samsung-ს მიანდოს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.