Magdalena Posted June 16, 2019 Posted June 16, 2019 ილონ მასკმა აქციონერებს აცნობა, რომ Tesla-მ შეიმუშავა წყალქვეშა ავტომობილის კონცეფტი, რომელიც მოგვაგონებს ჯეიმს ბონდის Lotus Esprit-ს. კითხვაზე - გეგმავს თუ არა კომპანია ოდესმე ავტომობილი-ამფიბიის შექმნას - მასკმა ღიმილით უპასუხა: „სასაცილოა, ამას რომ მეკითხებით. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ისეთივე წყალქვეშა ავტომობილის დიზაინი, როგორიც აგენტი 007-ის მანქანაა“. მასკმა ასევე განაცხადა, რომ მან Lotus Esprit 997 ათას დოლარად შეიძინა ლონდონის აუქციონზე 2013 წელს. მისთვის უდიდესი იმედგაცრუება იყო ის, რომ ავტომობილს რეალურად არ შეუძლია ტრანსფორმირება. Tesla-ს ვერსიას ელექტრო ძრავი ექნება და იგი ნამდვილი ტრანსფორმერი გახდება. მასკი რაიმე განსაკუთრებულ ილუზიებს არ იქმნის: წყალქვეშა ავტომობილის ფუნქციონალური მოდელის შექმნა ადვილი არ იქნება. „შესაძლოა, ერთხელაც შევქმნათ შოუ-მანქანა უბრალოდ გასართობად. ვთვლი, რომ ასეთი ავტომობილების ბაზარი დიდი არ იქნება, იგი მხოლოდ ენთუზიასტებისთვის იქნება განკუთვნილი“ - განაცხადა მან. https://www.techcult.ru/auto/6916-tesla-razrabotala-dizajn-podvodnogo-avtomobilya Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.