Magdalena Posted June 14, 2019 Posted June 14, 2019 7-ნანომეტრიანი Ryzen 3000 პროცესორები გაყიდვაში 7 ივლისს გამოვა, 16-ბირთვიანი ფლაგმანი Ryzen 9 3950X კი - სექტემბერში, თუმცა დედა დაფების მწარმოებლებმა უკვე ღიად დაიწყეს ახალი მოდელების მითითება თავიანთ ვებ-გვერდებზე თავსებად მოწყობილობათა ჩამონათვალში. მაგალითად, Gigabyte მზად არის გაასაჯაროვოს 7-ნანომეტრიანი Ryzen-ს მხარდამჭერი დაფების ჩამონათვალი ერთი მნიშვნელოვანი პირობის მიხედვით - ჩამონათვალში არსებული ყველა დედა დაფა დაფუძნებულია AMD X570 ლოგიკის ნაკრებზე. ჯერჯერობით დანამდვილებით არ ღირს თქმა, იმუშავებენ თუ არა ახალი პროცესორები უკვე არსებულ 400 და 300 სერიის ჩიპსეტის დედა დაფებზე, თუმცა პროცესორების ასორტიმენტის დიდი ნაწილის თავსებადობა გათვალისწინებულია. 16-ბირთვიან ფლაგმან Ryzen 9 3950X-ს ფორმალურად აქვს TDP არაუმეტეს 105 ვატისა, ამიტომაც მან წესით უნდა იმუშაოს არა მარტო ფლაგმანურ დაფებზე, არამედ უფრო მარტივ მოდელებზეც. სრული ინფორმაციისთვის დაინტერესებულ საზოგადოებას სექტემბრამდე მოუწევს მოცდა. https://overclockers.ru/hardnews/show/97722/gigabyte-uzhe-opublikovala-spisok-plat-podderzhivajuschih-16-yadernyj-ryzen-9-3950x 1 1 Quote
Fatal Fighter Posted June 14, 2019 Posted June 14, 2019 მე მგონი უპრობლემოდ იმუშავებს 16-იანი მონსტრიც სხვა მაზერებზე ნუ, ინტელი რომ ყოფილიყო, მაგისთვის ცალკე ჩიპსეტზე გამოუშვებდა მაზებორდებს Quote
MILANISTA Posted June 15, 2019 Posted June 15, 2019 17 hours ago, Fatal Fighter said: მე მგონი უპრობლემოდ იმუშავებს 16-იანი მონსტრიც სხვა მაზერებზე ნუ, ინტელი რომ ყოფილიყო, მაგისთვის ცალკე ჩიპსეტზე გამოუშვებდა მაზებორდებს ხოო, ღორის ფსიქოლოგია ეგეთია Quote
George Posted July 4, 2019 Posted July 4, 2019 აქ რა უნდა ისე ამ თემას, გადამაქვს ამდ პროცესორების თემაში ესეც და მაგის ზედა თემაც გიგაბიტის მაზერზე Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.