Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Corsair-მა წარადგინა გეიმინგ-კლასის დესკტოპ-სისტემა Vengeance 5189, რომელიც განთავსებულია საკმოდ კომპაქტურ კორპუსში. 

image.jpeg 

მოწყობილობის საფუძველს წარმოადგენს Micro-ATX ფორმატის დედა დაფა Intel Z390 ლოგიკის ნაკრებით. გამოყენებულია პროცესორი Intel Core i7-9700K Coffee Lake: იგი მოიცავს რვა გამომთვლელ ბირთვს ტაქტის სიხშირით - 3.6 გჰც (ტურბო რეჟიმში - 4,9 გჰც). გაგრილებისათვის განკუთვნილია თხევადი გაგრილების სისტემა. 

image.jpeg 

კომპიუტერის გაბარიტები შეადგენს 395 × 280 × 355 მილიმეტრს. კორპუსი თეთრი ფერისაა და აქვს ნაწრთობი მინის პანელები, რომელთა მიღმა ჩანს კომპიუტერის შიდა სივრცე და კომპონენტები. 

მოწყობილობას აქვს 32 გბ ოპერატიული მეხსიერება - Corsair Vengeance RGB Pro DDR4-3000. მონაცემთა შენახვაზე პასუხისმგებელია 960 გიგაბაიტიანი სწრაფი M.2 NVMe SSD. 

გრაფიკული ქვესისტემის შემადგენლობაში შედის მძლავრი დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 2080. გეიმინგ-სადგურის არსენალშია ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet, Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2 უსადენო კავშირის ადაპტერები, პორტები - USB 3.1 Gen 2 (Type-A და Type-C), USB 3.1 Gen 1, HDMI და ა.შ. 

კომპიუტერში დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10 Home. Corsair Vengeance 5189-ის ფასი 2800 აშშ დოლარს შეადგენს. 

 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.