Magdalena Posted June 13, 2019 Posted June 13, 2019 კომპანია Corsair-მა წარადგინა გეიმინგ-კლასის დესკტოპ-სისტემა Vengeance 5189, რომელიც განთავსებულია საკმაოდ კომპაქტურ კორპუსში. მოწყობილობის საფუძველს წარმოადგენს Micro-ATX ფორმატის დედა დაფა Intel Z390 ლოგიკის ნაკრებით. გამოყენებულია პროცესორი Intel Core i7-9700K Coffee Lake: იგი მოიცავს რვა გამომთვლელ ბირთვს ტაქტის სიხშირით - 3.6 გჰც (ტურბო რეჟიმში - 4,9 გჰც). გაგრილებისათვის განკუთვნილია თხევადი გაგრილების სისტემა. კომპიუტერის გაბარიტები შეადგენს 395 × 280 × 355 მილიმეტრს. კორპუსი თეთრი ფერისაა და აქვს ნაწრთობი მინის პანელები, რომელთა მიღმა ჩანს კომპიუტერის შიდა სივრცე და კომპონენტები. მოწყობილობას აქვს 32 გბ ოპერატიული მეხსიერება - Corsair Vengeance RGB Pro DDR4-3000. მონაცემთა შენახვაზე პასუხისმგებელია 960 გიგაბაიტიანი სწრაფი M.2 NVMe SSD. გრაფიკული ქვესისტემის შემადგენლობაში შედის მძლავრი დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 2080. გეიმინგ-სადგურის არსენალშია ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet, Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2 უსადენო კავშირის ადაპტერები, პორტები - USB 3.1 Gen 2 (Type-A და Type-C), USB 3.1 Gen 1, HDMI და ა.შ. კომპიუტერში დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10 Home. Corsair Vengeance 5189-ის ფასი 2800 აშშ დოლარს შეადგენს. https://3dnews.ru/989008 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.