Magdalena Posted June 9, 2019 Posted June 9, 2019 დღესდღეობით თითქმის ყველა Android-სმარტფონი ბაზარზე გამოდის დაყენებული Facebook-აპლიკაციით. თუმცა კომპანია Huawei-ს ამგვარი პრივილეგია აღარ ექნება. რა თქმა უნდა, მიზეზი სავაჭრო ომსა და კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებში მდგომარეობს. გამომცემლობა Reuters იტყობინება, რომ Facebook-მა Huawei-ს აუკრძალა თავის სმარტფონებში წინასწარ Facebook-აპლიკაციის დაყენება. ეს ფაქტი წარმოადგენს ამერიკული პოლიტიკის გაგრძელებას - შეაფერხოს ჩინური მწარმოებელი. Facebook-თან ერთად წინასწარ აღარ იქნება დაყენებული აპლიკაციები - WhatsApp და Instagram. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საუბარი ეხება აპლიკაციის წინასწარ დაყენებას. Play Store-ში ხსენებული აპლიკაციები კვლავ ძველებურად იქნება ხელმისაწვდომი და მომხმარებლები შეძლებენ მათ ჩამოტვირთვას, დაყენებას და სარგებლობას ჩვეულებრივ. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთმა მცირე მოუხერხებლობამაც კი შესაძლოა Huawei-ს სმარტფონები ნაკლებად მიმზიდველი გახადოს მომხმარებლების თვალში. მეორე მხრივ, ზოგს ამგვარი რამ შეიძლება მოეწონოს კიდეც. მას შემდეგ, რაც აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ Huawei „შავ სიაში“ ჩასვა, ამერიკულ კომპანიებს აღარ შეუძლიათ მასთან თანამშრომლობა ხელისუფლების ნებართვის გარეშე. Intel-მა და Qualcomm-მა უკვე განაცხადეს, რომ Huawei-ს აღარ მიჰყიდიან მაკომპლექტებლებს. Google-მა კი უკან გამოითხოვა Android-ის ლიცენზია, რაც ართულებს Huawei-ს სამომავლო სმარტფონების წარმოებას. Facebook-ის წინასწარი დაყენების აკრძალვა უკვე ძალაში შედის და ყველგან ვრცელდება, მათ შორის ჯერ არგამოშვებულ სმარტფონებზეც. ჯერჯერობით უცნობია, მიბაძავენ თუ არა ამ მაგალითს სხვა სოციალური ქსელები და სერვისები. https://3dnews.ru/988807 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.