Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპიუტერული საზოგადოება აქტიურად განიხილავს Turing-ვიდეო ბარათების შესაძლო “refresh”-ის თემას, პარალელურად კი სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება NVIDIA-ს პირველი 7-ნანომეტრიანი გრაფიკული მოწყობილობების შესახებ, რომლებიც დამყარებულია Ampere თაობის GPU-ზე. 

image.jpeg 

თავდაპირველად ვრცელდებოდა ხმები, რომ ახალ პროდუქტებს ტაივანური კომპანია TSMC გამოუშვებდა, თუმცა DigiTimes-ის სპეციალისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით ამჯერად ცნობილი ხდება, რომ გრაფიკული პროფესორების წარმოებით დაკავდება მეორე ტექნოგიგანტი - კერძოდ კი კომპანია Samsung-. GPU Ampere გამოვა 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით EUV-ლითოგრაფიის გამოყენებით. 

ჯერჯერობით გაურკვეველია, რამ უბიძგა NVIDIA-ს მსგავსი გადაწყვეტილებისაკენ, თუმცა შესაძლოა საქმე ფინანსურად მომგებიან პირობებში მდგომარეობდეს. თანაც Samsung-ის ტექნოლოგია მეტად პერსპექტიულად მიიჩნევა, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს სამომავლო შესაძლებლობებზე. თანაც, TSMC-ის საწარმოო სიმძავრე ვერ გაუმკლავდებოდა მოცულობის ზრდის ტემპებს. 

GPU Ampere-ზე დაფუძნებული გრაფიკული პროდუქტების შესახებ ცნობები უკვე დიდი ხანია ვრცელდება: თავდაპირველად ისინი Turing-ის თაობის ვიდეო ბარათების შთამომავლებად მიიჩნეოდა, შემდეგ გავრცელებული ხმებით კი მათ უნდა ჩაენაცვლებინათ Voolta არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი პროდუქტები. რამოდენიმე გრაფიკული პროცესორი ნომრებით - GA104, GA104-400 - უკვე მოხვდა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მონაცემთა ბაზაში. Ampere თაობის გრაფიკული მოწყობილობების დებუტი 2020 წელს შედგება. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.